„წუთისოფელმა ამ მიწიერ ვხოვრებაში დაგვაცილა... მშვიდობით,“ - ლევან რატიანი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი სოციალიურ ქსელში წერს:

„ასე და ასე იქნება, სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, ეს ბუნების კანონია თითქოს, მაგრამ შეუგუებელი, მოიხედავ და ოცი წელი გასულა,რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს კი ვემშვიდობები, ვემშვიდობები დიდი ტკივილით, ჩემს საყვარელ პროფესორს მაია დგებუაძეს,პროფესორს, რომელმაც სიცოცხლეში ბრძოლა და თავდაბლობის სიმბიოზი მასწავლა, მასწავლა როგორი უნდა მიაღწიო ცოდნით წარმატებას. ბევრი, ბევრი ვქონდა საკეთებელი, მაგრამ წუთისოფელმა ამ მიწიერ ვხოვრებაში დაგვაცილა, დაგვაცილა დროებით, რწმენით იმსა, რომ კვლავ შევხდებით ერთმანეთს.... მშვიდობით, პროფესირიო....მე კი პირობას გაძლევთ ყველა, თქვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან! სხვისთვის უჩინარი იყო, ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანი, რომელიც მიქმნიდა წარმატების გარემოს. ღირებული სიტყვა ყოველდღიური დილით იყო ,,შვილო, მომისმინე”....... და უსმენდი გაჩუმებული და გულისყურით.... ესე იყო ესე.... შენი წარმატება მახარებს და მაცოცხლებს, ასე მეუბნებოდა... მადლობა ჩემო პროფესორო ყველა იმ ქმედებისვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მე კი შეუძლებელს გავაკეთებ ღირსეულად, რომ დავასრულო ცხოვრება, როგორც ექიმა. მშვიდობით.“