ვინ არის და რა წერილი დატოვა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა, რომელიც დღეს საბერძნეთში მოულოდნელად გარდაიცვალა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„პრაიმტაიმს” საბერძნეთიდან ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. ქეთი წივწივაძე, ათენში მომვლელად მუშაობდა. სამსახურში მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქეთი, საავადმყოფოდან ემოციურ წერილს აქვეყნებდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

 „როცა მოვკვდები, ნუ მომიტანთ იების კონას, და ნუ მიტირებთ, ნუ დაიდენთ ცრემლებს დარდიანს, და ნუ იგლოვებთ ამ ქვეყნიდან, ჩემი წასვლის დღეს, ნუ მიაკარებთ გულს ვაებას, გრძნობებს ჯავრიანს. სანამ მოვკვდები,მანამ მოდით მომეალერსეთ, გული გამითბეთდამენახეთ და გამახარეთ. და კი როდესაც, დამივიწყეთ ყველამ ცოცხალი, თქვენ ეს იცოდეთ, მე იმ დღიდან გარდავიცვალე.“

 ცნობილია, რომ ქართველ ქალს საავადმყოფოში ღვიძლის პრობლემით მკურნალობდნენ, თუმცა ახლობლებმა ჯერ არ იციან, რა გახდა მდგომარეობის დამძიმების მიზეზი და უკავშირდება თუ არა ეს კორონავირუსს.