„ჩემი ბიოლოგიური შვილი არ არის, მაგრამ...“ - ნიკა გვარამიას ოჯახური ამბები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, გუშინ საკუთარ მონოლოგში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ოჯახზე ისაუბრა.


ნიკა გვარამიამ ტელეთერით განაცხადა, რომ მის შვილებს მასზე ნერვიულობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
„სამარცხვინო განცხადება მოვისმინე დღეს, თურმე ვტიროდი გუშინ. მარტივი არ არის ჩემი ტირილი, მაგრამ გული მიჩუყდება, იმიტომ რომ ჩემი შვილები არ გრძნობენ თავს კარგად.
ჯერ კიდევ ამერიკაში ყოფნის დროს დაეწყოთ ეს პრობლემები და აქ სერიოზულად უმწვავდებათ ყოველ ჯერზე.
იცით, ვიტილიგო ავტოიმუნური დაავადება არის, რომელიც სტრესის ფონზე ვითარდება.
ჩემმა მცირეწლოვანმა შვილმა არ იცის გამოხატვა, შიგნით იხშობს ყველაფერს და შესაბამისად ამ ფორმით ხდება გამოვლენა. .არ უყურებენ ტელევიზორს, უფრო ინტერნეტში არიან, მაგრამ როცა ჩემს მეუღლეს – სოფოს წამოტირებულს ხედავენ, ეგრევე იწყებენ გუგლში ჩემი სახელის და გვარის ძებნას. იმ წამსვე იციან ყველაფერი და იწყება მძიმე პრობლემები. ერთს ენა ებმის და ეს მძიმე საყურებელია.
რაც შეეხება უფროსს შვილს, მასთან ვერ ჩავდივარ ამერიკაში, იმიტომ რომ მე არ მიშვებენ, სოფო და ბავშვები კი, ჩემს გარეშე არ მიდიან.
შარშან მყავდა 20 დღით ჩამოყვანილი, იმიტომ რომ სხვაგან ვერ შევხვდით. ბავშვებსაც უნდათ ერთმანეთის ნახვა. დედა ყოველ მეორე დღეს ტირის, იმიტომ რომ შვილი ენატრება. დიდი ბიჭია, სწავლობს იქ, გადასარევი ბავშვია, მაგრამ…
ჩემი ბიოლოგიური შვილი ის არ არის, მაგრამ მე გავზარდე შვიდი წლიდან და ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს შვილებში.
არანორმალურად მენატრება. ძალიან გულჩვილია, როგორც კი რამეს წაიკითხავს, მირეკავს და მეუბნება, მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებაო.“

 

„პრაიტაიმი“