„რუსეთში მოქალაქეებს დაბალპროცენტიან სესხს აძლევდნენ, რათა საქართველოში სახლი ეყიდათ“ - ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც ამბობს რომ მასობრივად ხდება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, ისინი რუსეთში დაბალ პროცენტში იღებენ სესხს და აქ ყიდულობენ ბინებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს:

„ახლახანს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთში თავიანთ მოქალაქეებს, ოჯახებს, როლებსაც შვილი ჰყავთ, დაბალ პროცენტიან იპოთეკურ სესხებს აძლევენ იმისთვის, რომ საქართველოში ან საზღვაგარეთ ბინა იყიდონ. მთელს ბათუმში უამრავი ბინა აქვთ რუსებს ნაყიდი, აფხაზეთი როგორ დავკარგეთ, გახსოვთ??? ეს საშინელებაა, რასაც ახლა ვამბობ, ეს შენელებული ნაღმია. უცხო ქვეყნის მოქალაქეები: თურქები, ირანელები და სხვებიც ანალოგიურად იქცევიან. ომი ყველაზე დიდი ბოროტებაა ამ სამყაროში, იწყებენ ნაძირლები და ეწირებიან პატრიოტები! ხელისუფლებამ დროა, გაამკაცროს კანონი, უცხოელებს ასე მარტივად ბინების ყიდვა არ უნდა შეეძლოთ, როგორც ეს მიწაზე მოხდა. სანაცვლოდ კი ადგილობრივ მოსახლეობას, ქართველებს, უნდა მიეცეს საშუალება დაბალ 1% 2 %-იან მრავალწლიან იპოთეკურ გრძელვადიანი სესხებით ბინების ყიდვის.

ეს ხელს შეუწყობს ეთნიკურად ქართულ ოჯახების გამრავლებას და განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენი ტელევიზიები რატომ სდუმან ან პოლიტიკოსები ამაზე?“

„ვერსია“ დაინტერესდა, რამდენად სარწმუნო წყაროს ეყრდნობა ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია... აღნიშნულის გასარკვევად ლაშა ჯანიბეგაშვილს დავუკავშირდით:

„ინტერნეტ სირცეში აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება, ამ შემთხვევაში წყარო რამდენიმე ადამიანია, ვინც ბათუმში ცხოვრობს და რომლებმაც დააფიქსირეს აღნიშნული პოზიცია. რამდენიმე მოქალაქემ თქვა, რომ ესაუბრნენ რუსეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტს, ისინი მასიურად შემოდიან და რუსეთის ხელისუფლება მათ მითითებებს აძლევდა, რომ ისინი ან ბელორუსში ან საქართველოში უნდა წასულიყვნენ. ამ პირობით ისინი ძალიან დაბალ პროცენტში იღებდნენ იპოთეკურ საბანკო სესხს. თავად ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან წყარო იმის, რომ რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება ხდება საქართველოში. საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია ის, რომ მერე ამ ადამიანებმა შეიძლება, მოითხოვონ გარკვეული უფლებების დაცვა და შეიძლება რუსებმა ეს ტერიტორიები წაგვართვან.

ეს კრედიტები რუსებს აქვთ აღებული იქამდე, სანამ ომი დაიწყებოდა, ახლა კი საქართველოში შემოვიდნენ, მათშორის თბილისშიც, ძალიან ბევრნი. მე საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რუსები რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, როგორ შეძლებენ დაფარონ საბანკო ვალდებულებები“

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი