ვინ არის ცნობილი ქართველი რეპერი, რომელიც ნარკოდილერობისთვის 15-წლიან სასჯელს იხდის

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნარკოდამოკიდებული ადამიანებისა და ნარკოტიკების გამსაღებლების პრობლემა,მერამდენე წელია, გადაუჭრელია. ვაღიაროთ - მასშტაბური სპეცოპერაციები ტარდებოდა ყოველთვის და ტარდება ახლაც, ათეულობით ნარკორეალიზატორს იჭერენ, მაგრამ შედეგი მაინც არ არის - საქართველოში  (ისევე, როგორც პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში), ნარკოტიკების შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს. მით უმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით, ნარკოტიკების შეძენა თანდათან იოლდება, ნარკოდილერების გამოვლენა კი პირიქით - რთულდება.

 

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, 2014 წელს ანუ მაშინ მოხდა, როცა მთელი ქვეყანა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებით იყო დაკავებული და ნარკოდილერების ნაცვლად, სამართალდამცავები ოპოზიციის იმ აქტივსტებს დასდევდნენ, რომლებიც არეულობის შემოტანას ცდილობდნენ. მაშინ ოპოზიცია იმუქრებოდა, რომ არჩევნებს რამდენიმე მუნიცპალიტეტში მოიგებდადა 2012 წლის გამარჯვებას „ქართულ ოცნებას“ ცხვირში ძმრად ამოადენდა.

ყველაფერი ძალიან მარტივად დაიწყო - სამართალდამცავებმა რამდენიმე ახალგაზრდა „განგრეულ კაიფში“ დააკავეს, რომლებმაც თქვეს, რომ ნარკოტიკი ერთ-ერთი ცნობილი რეპერის მიერ გამართულ კონცერტზე შეიძინეს. კონცერტზე ნარკოტიკის შეძენა ახალი ამბავი არავისთვის ყოფილა, ამიტომ ამას დიდი ყურადღება არ მიაქციეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, უკე სხვა განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდები და მათაც დაადასტურეს, რომ ნარკოტიკი... იმავე რეპერის კონცერტზე შეიძინეს. ორივე შემთხვევა პატაკში იყო შეტანილი და გაფართოებულ თათბირზე აღმოაჩნეს, რომ კონკრეტული რეპერის კონცერტზე ნარკოტიკი იყიდებოდა. ძალოვნებმა გადაწყვიტეს, ამ ამბავს ყურადღებით მოკიდებოდნენ, ამიტომთავად მოიკითხეს, სად იმართებოდა მომდევნო კონცერტი და აღმოჩნდა, ომ რეპერი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში რეპავდა. სამოქალაქო ფორმაში გადაცმული თანამშრომლები ხალხში გაერივნენ და გაოცდნენ - რეპერი სცენაზე მმართველი პარტიის მხარდამჭერი მაისურით გამოვიდა, ხალხს მოუწოდა, „ოცნებას“ მხარი დაუჭირეთო და კოცერტიც დაიწყო. მსუბუქი, კლუბური ნარკოტიკი პირდაპირ სცენასთან იყიდებოდა და სამართალდამცავებმა ყველაფერი ზემდგომებს მოახსენეს, პარალელურად, კონცერტის დასრულებას არ დაელოდნენ და „მხიარული აბების“ გამყიდველები განყოფილებაში მშვიდად წააბრძანეს. თავის მხრივ, ზემდგომებმა პარტიის ცენტრალურ შტაბს შეატყობინეს და აღმოჩნდა, რომ... მმართველი გუნდი აღნიშნულ კონცერტებთანკავშირში არ იყო, არც რეპერს აფინანსებდა და ზოგადად, წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ მხარდასაჭერად, ვინმე დამოუკიდებლად მღეროდა. პოლიციელებს ყველაფერი ეს ძალიან გაუკვირდათ,რადგან პოპულარობის მიედავად, რეპერს ნამდვილად არ ჰქონდა იმდენი შემოსავალი, რომ დამოუკიდებლად ექირავებინა აპარატურა, დამოუკიდებლად ჩაეტარებინა კონცერტები და თანა, ამის შესახებ პარტია საქმის კურსშ არ ჩაეყენებინა. აქ სხვა რაღაც ხდებოდა და ის სხვაუნდა გაერკვიათ ძალოვნებს.

მას შემდეგ, რაც ბოლო კონცერტზე ნარკოდილერები დააკავეს, რეპერს კონცერტი არ დაუანონსებია, თუმცა დაკავებულებმა ერთხმად აღიარეს, ნარკოტიკებს რეპერი გვაძლევდა, უფასო კონცერტებსაც ამიტომ მართავდაო, თუმცა მხოლოდ მათი ჩვენების საფუძველზე მომღერლის დაკავება ვერ მოხერხდებოდა, რადგან ინტერესში იყო, რომ დანაშაული სხვისთვის გადაებრალებინათ, სხვა კი სწორედ რეპერი იყო და ყველაფერი იდეალურად გამოვიდოდა. ამიტომ, ძალოვნები ელოდებოდნენ, როდის გამოვიდოდა რეპერი კვლავ ასპარეზზე, დაკავებულები ნარკოტიკების წარმომავლობის შესახებ აღარაფერს ამბობდნენ, რეპერმა მოგვცა და არ ვიცით, საიდან მოიტანაო.

რეპერი კი ახალი კონცერტის დაანონსებას არ ჩქარობდა. მასზე თვალთვალიც იყო დაწესებული, მაგრამ როგორც ჩანს, ზედმეტად ფრთხილობდა, რადგან სახლიდან არ გმოდიოდა და სტუმრადაც მხოლოდ მეგობარი გოგონა თუ მიდიოდა.პარალელურად, საარჩევნო სიტუაცია უფრო და უფრო ხურდებოდა, მმართველი პარტიის მიერ გამართულ კონცერტებზე რამდენჯერმე პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა და არცერთ შემთხვევაში ნარკოტიკი გაყიდვის ფაქტი არ გამოვლენილა.არჩევნებამე ორი დღით ადრე, რეპერმა მორიგი კონცერტი დაანონსა და ძალოვნებმაც მთელი ყურადღება მასზე გადაიტანეს, თუმცა საინტერესო ის იყო, რომ კონცერტზე, მაყურებელზე მეტი, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები იყვნენ და რა თქმა უნდა, ნარკოტიკი არავის შეუთავაზებია, იმის მიუხედავად, რომ ძალოვნები კლუბურ აბებს გულდაგულ ეძებდნენ და ფულსაც „ამარიაჟებდნენ“. კონცერტიც ძალიან მოკლე გამოვიდა, მხოლოდ რამდენიმე სიმღერა და რეპერმააპარატურა აკეცა. პოლიციის თანამშრომლები ანალიზის შემდეგ მიხვდნენ, რომ რეპერმა სიტუაცია, უბრალოდ, დაზვერა, დატესტა, შეამოწმა და დარწმუნდა, რომ უთვალთვალებდნენ. ამით დასტურდებოდა ის, რომ დამნაშავე და ნარკოტიკების გამავრცელებელი იყო, მაგრამ მედალს მეორე მხარეც ჰქონდა - ის მიხვდა, რომ ფრთხილად უნდა ყოფილიყო და ფაქტზე მისი დაკავება გაჭირდებოდა. ამის მიუხედავად, თვალთვალი გაგრძელდა.

არჩევნების დასრულების შემდეგ, რეპერი თავს არაფრით ახსენებდა სამართალდამცავებს, თუმცა ძალოვნებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიანაუცილებლად დაუბრუნდებოდა ძველ საქმიანობას და ამიტომ ფხიზლობდნენ. მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა პოლიციასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და პირობა დადო, რომ როგორც კი რეპერი კონცერტის გამართვას დააპირებდა, ამის შესახებ ძალოვნებს ეცოდინებოდათ. ასე გავიდა ერთი თვე და გამომძიებლებმა ინფორმაცია მიიღეს - რეპერი დახურულ საღამოს აწყობდა, სადაც ადამიანები მხოლოდ მოსაწვევებით დაიშვებოდნენ, რაც იქ რომელიმე პოლიციელის მოხვედრას ავტომატურად გამორიცხავდა. მათ ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ მომღერალს ნარკოტიკების მორიგი პარტიის გასაღება სურდა, მაგრამ როგორ უნდა მიეღოთ მტკიცებულებები? მაშველად ისევ მეგობარი მოევლინათ, რომელმაც ძალოვნების მიერ გადაცემული სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა იმ სახლში, სადაც საღამო გაიმართებოდა დასაგულდაგულოდ შენიღბა, თუმცა ყველაფ ამის მინუსი ის იყო, რომ ვიდეოთვალი პირდაპირ ეთერში ვერ გადასცემდა კადრებს, მხოლოდ იწერდა და ამიტომ, შედეგი საუკეთესო შემთხვევაში, მეორე დღისთვის ექნებოდათ.

წვეულება ჩატარდა, მაგრამ პოლიციის ინფორმატორი ისე დათვრა, ვიდეოთვალის მოხსნა და ძალოვნებისთვის გადაცემა მხოლოდ საღამოსთვის მოახერხა. ვიდეოში ნაარკოტიკების გაყიდვის პროცესი კარგად ჩანდა, თანაც თავად რეპერი ყიდდა და რაღა თქმა უნდა, მისი დაკავების ორდერიც მარტივად გაიცა, თუმცა პოლიცია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირში ჩალაგამოვლებული დარჩა - რეპერმა წვეულების დასრულებიდან ორ საათში, საქართველო დატოვა და უკრაინაში გაფრინდა, იქიდან ბელარუსში გადავიდა, ბელარუსიდან კი - რუსეთში. ყველაფერი ეს, მან სამ დღეში მოახერხა ანუ პროცესისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდა და ქართველ ძალოვნებს უბრალოდ გამორჩათ თუ გამოეპარათ. ნარკოდილერი, რომლის ვიდეოკადრებიც ანუ უტყუარი მტკიცებულება ჰქონდათ, თვალსა და ხელს შუა... გაეპარათ.

რა ძნელი მისახვედრია, რომ რუსეთიდან მისი ექსტრადირება ვერ მოხდებოდა, მით უმეტეს, ქართველმა რეპერმა რუს კოლეგებთან საერთო მალე იპოვა და მათთან ერთად მცირე ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. მასზე ძებნა ოფიციალურად გამოცხადდა, თუმცა სანამ საქართველოში არ ჩამოვიდოდა, მისი დაკავება წარმოუდგენელი იყო.ყველაფერი იმდენად მარტივად მოგვარდა, რომ პოლიციელები გაოცებას ვერ მალავდნენ. რეპერი საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვიდა და  თან ორი რუსი ჟურნალისტი და სამი ბლოგერი ახლდა, რომელთაც დაკავების შემთხვევაში, პირდაპირი ეთერი უნდა ჩაერთოთ და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისთვის უნდა მოეწოდებინათ, რომ რუსეთის მოქალაქე უკანონოდ დააკავეს და ის უნდა გაეთავისუფლებინათ ანუ საქართველოს პოლიციისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ. გადმოსულების შესახებ ქართველ სამართალდამცავებს ინფორმაცია თავიდანვე ჰქონდათ და ისიც იცოდნენ, რას აპირებდა რეპერი. ამიტომ, თვალთვალი დაიწყეს და როცა ისინი ბათუმში წავიდნენ და სასტუმროში დაბინავდნენ,პოლიციელებმა ორი ჟურნაისტი მოიხელთეს და მათ კამერის ჩანაწერი ანახეს, სადაც ნათლად ჩანდა, როგორ ვაჭრობდა რეპერი ნარკოტიკებით. ჟურნალისტებმა ბლოგერებს ყველაფერი უამბეს და მეორე დილით გაღვიძებულ რეპერს რუსი მეგობრები სასტუმროში აღარ დახვდნენ. ქართველმა სამართალდამცავებმა ის მარტივად აიყვანეს და ბრალის წაყენების შემდეგ, გლდანის ციხეშიც შეასახლეს.

სასამართლო დიდხანს არ გაგრძელებულა, რეპერს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

P.S. დღესაც, არაერთ ცნობილ ადამიანზე ამბობენ, რომ თავის დროზე, ნარკოტიკებს ყიდდა, ან ახლაც ყიდის, თუმცა ეს მხოლოდ ხმებია, საქმით კი... ცნობილი მომღერლის მეუღლის დაკავება და გაშვება, ცნობილი მსახიობის დაკავება და გაშვება, გვერწმუნეთ, მოსახლეობაში აღფრთოვანებას ნამდვილად არ იწვევს.

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე