დავით კეზერაშვილის ქართული დოკუმენტები ვადაგასულია - როგორ აპირებს ის „ფორმულას“ წილი თანამშრომლებს გადასცეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კეზერაშვილის ქართული დოკუმენტები ვადაგასულია. ეს ინფორმაცია ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, რაც საჯარო რეესტრმა დავით კეზერაშვილს სამართლებრივ მოთხოვნაზე უარი ერთხელ უკვე უთხრა.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როგორ აპირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი „ფორმულას“ წილი თანამშრომლებს გადასცეს.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ამის შემდეგ დავით კეზერაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს.

წყარო:იმედი