როგორ გახდა ტრაქტორისტი რუსეთში ყველაზე გავლენიანი და სასტიკის ბანდის ლიდერი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სერიალის „ბრიგადა“ რეალური ისტორია

 

სამწუხაროდ, ჩვენში დღემდე შემორჩენილია კრიმინალური სამყაროს რომანტიზების კულტი. პრინციპში, რაღა ჩვენში, ყოფილი საბჭოთა კავშირის, პრაქტიკულად, ყველა რესპუბლიკაში და განსაკუთრებით კავკასიაში, კრიმინალი რომანტიზმთან ასოცირდება. 2002 წლის 23 სექტემბერს, ტელევიზიით რუსულ სერიალის „ბრიგადა“ პირველი სერია გავიდა. სერგეი ბეზრუკოვი, დმიტრი დუჟევი, პაველ მაიკოვი, ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი და განუმეორებელი ალექსეი პანინი საკულტო მსახიობებად იქცნენ. რაც მთავარია, ამ სერიალის გამოსვლის შემდეგ, არა მარტო რუსეთში, არამედ, მთელ ყოფილ საბჭეთში, ახალგაზრდები ცდილობდნენ,სერიალის გმირებისთვის მიებაძათ და კრიმინალური ბიზნესი ეკეთებინათ. მერე რა, რომ სერიალის ბოლოს, ოთხი მთავარი გმირიდან სამს ყელი გამოჭრეს. ყველას ეგონა, რომ ლამაზი ცხოვრება სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო - იარაღებით, გარჩევებით, ყოველთვის ზღვარზე...სავარაუდოდ, ძალიან ცოტამ იცის, რომ სერიალს „ბრიგადა“ ნამდვილი ისტორია უდევს საფუძვლად და ეს ისტორია სულაც არ ყოფილა ისეთი რომანტიული, როგორიც სერიალში. რელურ ცხოვრებაშიც მთავარ გმირს საშა ერქვა, უფრო სწორად, სერგეი ტიმოფეევი. მაშ ასე, საკულტო სერიალის „ბრიგადა“ ნამდვილი ისტორია - თავისგმირებით და ანტიგმირებით.

 

ერგეი ტიმოფეევი 1955 წლის 18 ივლისს, სოფელ კლიმში დაიბადა, მაგრამ რადგან სოფელში სკოლა არ იყო, მეზობელი სოფლის, ფლისტოვოს საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლის დასრულების შემდეგ ჯარში წავიდა, იქიდან დაბრუნებული კი მიხვდა, რომ სოფელში ბევრს ვერაფერს იშოვიდა, ამიტომმოსკოვში, ტექნიკუმში ჩააბარა და პარალელურად,მოსკოვთან ახლოს, ტრაქტორისტის დამხმარედ მუშაობდა. ეს მშოლებმა ურჩიეს, რადგან მათი აზრით, ტრაქტორისტს ფული ყოველთვის ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ტიმოფეევი ტრაქტორისტი გახდა, მიხვდა, რომ ფული, რომელიც სჭირდებოდა, ამ პროფესიაში ნამდვილად არ იშოვებოდა. ყველაფერთან ერთად, აღმოსავლური ორთაბრძოლის წრეზეც დადიოდა, ძალიან ბევრს ვარჯიშობდა და საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო. ამის გამო, მეგობრებმა სილვესტრიშეარქვეს, ლეგენდარული ჰოლივუდელი მსახიობის, სილვესტერ სტალონესთან მსგავსების გამო და ეს სახელი სიცოცხლის ოლომდე შერჩა... არცთუ ხანგრძლივი სიცოცხლის.

მოსკოვის იმ ოლქში, სადაც ტომოფეევს ბინა ჰქონდა ნაქირავები, ადრე ოთხი სოფელი იყო - ორეხოვო, ბორისოვო, შიპილოვო და დიავლიკოვო. ამის მიედავად, ამ უბანს მხოლოდ ერთი სახელით - ორეხოვოთი მოიხსენიებდნენ. ტრაქტორისტობის პარალელურად, ტიმოფეევი ტაქსაობდა კიდეც, მაგრამ როცა ქვეყანაში „პერესტიკა დაიწყო,მიხვდა, რომ მოქმედება იყო საჭირო. ერთხელ, ადგილობრივ ბაზარში გაიარა და დაინახა, როგორატყუებდა სამი ბიჭი გამვლელებს სათითეებით. თავის დროზე, ეს აფერა ჩვენთანაც პოპულარული იყ - სამი სათითედან ერთ-ერთში პატარა ბურთულას მალავდნენ, მერე ატრიალებდნენ და მოთამაშეს უნდა გამოეცნო, სად იყო ბურთულა დამალული. ასე მარტივად ყვლეფდნენ გამვლელებს და ტიმოფეევსაც გონება გაეხსნა - ორეხოვოს რამდენიმე ბაზარში შეიძლებოდა იგივეს გაკეთება.მან მეორე დღესვე შემოიკრიბა მეგობრები აღმოსავლური ორთაბრძოლების წრიდან, აუხსნა, რა იყო გასაკეთებელი და ერთ კვირაში, ორეხოვოში ყველა ბურთულა მხოლოდ სილვესტრისთვისტრიალებდა, ამიტომ შემოსავლის უდიდესი ნაწილი,სწორედ ტიმოფეევთან მიდიოდა. დაახლოებით ორ თვეში, იმდენი ფული იშოვა, რომ ბანდა იარაღით აღჭურვა და უკვე ღია რეკეტი დაიწყო. ისინი ავიწროვებდნენ აბსოლუტურად ყველას და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ადამიანი ბაზარში მზესუმზირით ვაჭრობდა, თუ ოქროულით - წილი თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა. ვინც უარს ამბობდა... ტყეში მიჰყავდათ და ტიმოფეევის ბრძანებით ცოცხლად მარხავდნენ. ყველაფერი ეს ძალიან მალე გახმაურდა და ამიტომ, ვაჭრები სილვესტრისბიჭების გამოჩენისთანავე, ყველაფერზე თანახმა იყვნენ.

ტიმოფეევი არა მარტო ორეხოვოშ, არამედ, მთელ მოსკოვშ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების უპირობო ლიდერი გახდა. მისი დაჯგუფება ორი ათასზე მეტ წევრს ითვლიდა და რაც მთავარია, ისინი კბილებამე იყვნენ შეიარაღებული. მაშინდელი სამართალდამცავები ამბობდნენ, რომ ტიმოფეევს მარტივად შეეძლო მთელი ოლქის მილიციისთვის ომი გამოეცხადებინა და რაც მთავარია, ამ ომში გაემარჯვა.

1992 წელს, ორეხოვოს დაჯგუფება კონტროლის სფეროებს ზრდის და ტიმოფეევს პრეტენზია ლამის ნახევარ მოსკოვზე აქვს. ის საპატიო სტუმრად მიიწვიეს „კანონიერი ქურდის“, სერგეი ბტოცკის,მეტსახელად, „ბარონის“ დაბადების დღეზე, სადაც ერთ-ერთმა სტუმარმა მეგობრულად ურჩია, ცოტა ქამარს მოუჭირე, მადა დაიოკე, თორემ შეიძლება გავბრაზდეო. ტიმოფეევმა „თავხედს“ ხელი აუქნია და სამ ასოზე გაუშვა. „თავხედი“ ვიაჩესლავ ივანკოვი, მეტსახელად, „იაპონჩიკი“ იყო - „კანონიერი ქურდი“, რომელიც ძალიან მალე, არამარტო მთელ რუსეთს, არამედ ლამის მთელ ევროპას და აშშ-ს დაიმორჩილებდა და უზარმაზარ კრიმინალურ სინდიკატს შექმნიდა. „იაპონჩიკის“ გაბრაზება ბევრს არ მოეწონა, მაგრამ ტიმოფეევის გარშემო ძალიან, ძალიან დიდი ფინანსური, ადამიანური და იარაღის რესურსი იყო, ამიტომხმამაღლა ვერავინ ვერაფერი თქვა.

ტიმოფეევის ბანდა ყოველდღიურად იზრდებოდა და ამდენ ხალხს რჩენა უნდოდა, ამიტომ ისინი გადავიდნენ სატვირთო ავტომობილების დაყაჩაღებაზე. აჩერებდნენ ავტომობილს, მძღოლს კლავდნენ და ტყეში მარხავდნენ, მანქანა კი თავის საქონლით მიჰქონდათ და საკუთარ კონტროლირებად ბაზარში ყიდდნენ. მთლიანობაში, გამოძალვისა თუ დაყაჩაღების დროს, ტიმოფეევის ბანდის წევრებს, ორი ათასზე მეტი ადამიანი „შემოაკვდათ“.

ყველაფერი კი 1994 წლის 13 სექტემბერს დასრულდა.საკუთარი სასტუმროდან გამოსული ტიმოფეევი, როგორც წესი, „მერსედესის“ უკანა სავარძელზე მოთავსდა და ავტომობილი აფეთქდა. როგორც მოგვიანებით თქვეს, ეს „იაპონჩიკის“ „საჩუქარი“ იყო, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ ყველაფერი სპეცსამსახურებმა მოაწყვეს, რადგან მას სხვანაირად ვერ ერეოდნენ.

ლიდერის სიკვდილის შემდეგ, „ორეხოვოს“ ბანდის მეთაურობაზე პრეტენზია ერთბაშად რამდენიმე კრიმინალს ჰქონდა. საინტერესო ის გახლდათ, რომ ოთხეული, რომელსაც ბანდის ლიდერობაზე ჰქონდა პრეტენზია, არათუ ახლო მეგობრები იყვნენ, არამედ, ბაღშიც ერთად დადიოდნენ, სკოლაშიც და შემდეგ ბანდაშიც ერთად მივიდნენ ანუ დაახლოებით ისეთი მეგბრები იყვნენ, როგორც სერიალის ბრიგადაწევრები. მეთაური იური პოლიშკოვი, მეტსახელად,„კატა“ გაა, რომელიც 1995 წლის 22 აგვისტოს,საკთარ სახლთან ქილერმა ჩაცხრილა. მისი მკვლელობა უახლოეს მეგობარს, იური შიშენინს დაბრალდა და ის დანით აკუწა მესამე მეგობარმა, იგორ ჩერნაკოვმა (მეტსახელად, „ოროსანი“) და ბანდის მეთაური თავად გახდა. ოთხი მეგობრიდან ორი უკვე მკვდარი იყო, მესამეს, დმიტრი შარაპოვს ქილერი სახლთან ჩაუსაფრდა, მაგრამსადარბაზოში შესვლა მოასწრო და... ბედის ირონიით, ცოტა ხნის წინ მოკული მეგობრის, იური პოლიშკოვის სახლში დაიმალა. რაც მთავარია, მან იფიქრა, რომ მკვლელობა უახლოესმა მეგობარმა, „ოროსანმა“ დაგეგმა და ამიტომ, ის მოკლა.

ამის შემდეგ, „ორეხოვოს“ ბანდის მეთაურები კვირაში ერთხელ იცვლებოდნენ, რადგან ახლადარჩეულს უბრალოდ კლავდნენ და ასე გაგრძელდა მომდევნო ოთხი ლის განმავლობაში. საერთო ჯამში, ერთმანეთთან ომში, ბანდის 150 ლიდერი დაიღუპა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დარჩნენ მხოლოდ შემსრულებლები,ვედა რგოლი, რომელსაც მართვა არ შეეძლო და ნარჩენებს უკვე სამართალდამცავები დაერივნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ბანდის წევრებს არ ჰქონდათ ასეთი გაგება - „ჩაბარდე მილიციას“, ისინი სამართალდამცავებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ, რაც ძირითადად მათი ადგილზე ჩაცხრილვით სრულდებოდა.

„რეალურად, ბანდის იმ შემადგენლობამ, რომელიც მთელ მოსკოვს აზანზარებდა, უზარმაზარი თანხა იშოვა. რიგითმა ბანდის წევრებმაც კი ასეულ ათასობით დოლარი მიითვისეს, მაგრამ მათაბსოლუტური უმრავესობა ამ ფულს ქალებსა და ნარკოტიკებში ხარჯავდა. მათი უდიდესი ნაწილი სასაფლაოზე წევს, სხვები ან ციხეში არიან, ან გამათხოვრებული. რეალურად, ბანდის ათასობით წევრიდან, მხოლოდ ოთხმა (!!!) მოახერხა ის, რომ ნაშოვნი ფულით ბიზნესი დაიწყო, უძრავი ქონება შეიძინა და დღესაც გადასარევად ცხოვრობენ“, -იხსენებს ერთ-ერთი სამართალდამცავი.

შემდეგ უკვე იყო სერიალი „ბრიგადა“, რომლის სცენარზეც სამი ადამიანი მუშაობდა და პირველად მსოფლიოში, ჯერ გადაიღეს ფილმი, შემდეგ, მისი პოპულარიზაციის გამო, გამოსცეს წიგნი. „ბრიგადა“ კრიმიალებისთვის სამაგიდო წიგნი გახდა და რამდენიმე მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. კრიმინალების „რომანტიულიცხოვრება ბევრს ხიბლავდა, რეალურად კი, ამ ლამაზი და დავარცხნილ-დაბანილი ისტორიის უკან იდგა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი კრიმინალური ბანდა, თავზეხელაღებული ლიდერით, ათასობით მოკლული თუ დაყაჩაღებული ადამიანით, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა იმასთან, რასაც დღემდე სიამოვნებით უყურებენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები.

ავტორი-ბათო ჯაფარიძე