ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 190 960 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 1 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი - დაახლოებით 190 960;
​ტანკი - 3 700;
ჯავშანტექნიკა - 7 192;
საარტილერიო სისტემა - 2 921;
სარაკეტო სისტემა - 544;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 295;
თვითმფრინავები - 308;
ვერტმფრენი - 294;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 476;
საკრუიზო რაკეტები - 932;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 845;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
​ სპეციალური აღჭურვილობა - 359.