ჩინელმა სწავლულებმა პირველი ტიპის დიაბეტი სრულად დაამარცხეს. 25 წლის პაციენტს, რომელსაც დაავადება 11 წელი აწუხებდა, მკურნალობიდან რამდენიმე თვეში, ინსულინის ინექციები აღარ სჭირდება. ამისთვის მან ღვიძლის ორი ტრანსპლანტაცია ჩაიტარა კრიპტოგენური ციროზის და ასევე - მთელი კუჭქვეშა ჯირკვლის ტრანსპლანტაცია, სისხლში გლუკოზის დონის არასტაბილური კონტროლის გამო.
მედიკოსებმა ღეროვანი უჯრდები გამოიყენეს, რომლებიც პაციენტისვე ცხიმოვანი უჯრედებიდან აიღეს. შემდეგ მათ შექმნეს ტრანსპლანტატი უჯრედებით, რომელსაც ინსულინის გამომუშავება შეეძლო. ტრანსპლანტაციიდან 75 დღის შემდეგ, პაციენტმა ინსულინზე დამოკიდებულებას თავი დააღწია, სისხლში გლუკოზის დონე კი დარეგულირდა. სწავლულები იმედოვნებენ, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება მათი შემუშავებული მეთოდი ფართოდ გამოიყენონ, თუმცა დამატებითი კველევის ჩატარება იქნება შესაძლებელი მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესასწავლად.
ჩინელებმა დიაბეტი სრულად დაამარცხეს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი