შეძრწუნებული ვარ „ჰამასის“ მიერ ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით - ბორელი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„შეძრწუნებული ვარ „ჰამასის“ მიერ ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით" - ამ განცხადებას ჯოზეფ ბორელი აკეთებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პლატფორმა იქსზე წერს, რომ ტრაგედიის დასასრულებლად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეობაში მყოფების სახლში დაბრუნება.

„შეძრწუნებული ვარ „ჰამასის“ მიერ ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრებიც ღაზაში იპოვეს. ეს ახალგაზრდა, უდანაშაულო მამაკაცები და ქალები დიდი ხნის წინ უნდა დაბრუნებულიყვნენ უსაფრთხოდ თავიანთ ოჯახებთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მძევალს. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, რათა დასრულდეს ეს ტრაგედია და ყველა მძევალი დაბრუნდეს სახლში“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა.

ჰამასის ტერორისტების მიერ მოკლული შვიდი ადამიანი ღაზას სამხრეთში ერთ-ერთ გვირაბში აღმოაჩინეს. ებრაული მედიის ცნობით, ექსტრემისტებმა 23, 24, 25, 27, 32 და 40 წლის ასაკის მოქალაქეები მოკლეს.