სირაქლემამ ძვირფასი ბეჭედი გადაყლაპა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მწვანე კონტინენტზე“, სიდნეის ზოოპარკში, სირაქლემა ემუმ დამთვალიერებელს ყურიდან ძვირადღირებული საყურე მოგლიჯა. სამკაული Tiffany & Co-ის ბრენდისაა, რომელიც დაახლოებით, 550 ავსტრალიური დოლარი ღირს. ზოოპარკის სტუმარმა მანდილოსანმა, სირაქლემასთან ფოტოს გადაღება გადაწყვიტა. მისკენ დაიხარა თუ არა, მოულოდნელად, ემუმ ყურიდან მოაგლიჯა სამკაული. ქალმა ინციდენტის შესახებ ზოოპარკის დირექციას აცნობა - მათ დანაკარგის მისაღებად, ერთი კვირის შემდეგ დაბრუნება ურჩიეს. თუმცა ლოდინი უშედეგო გამოდგა: ემუს ექსკრემენტებში საყურე ვერ იპოვეს, ფრინველმა ის მოინელა. ცნობილია, რომ ველურ ბუნებაში, სირაქლემები ხშირად ყლაპავენ ქვებსა და სხვა მყარ საგნებს, თუმცა ეს მათ ზიანს არ აყენებს.