ცნობილია, ვისთან დაიცავს დვალიშვილი ქამარს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ს ქამარი შემოირტყა წელზე. მან დაძაბულ ორთაბრძოლაში შონ ომალი დაამარცხა და კითხვას, ვინ არის ამ წყვილში უძიერესი, დამაჯერებელი პასუხი გასცა. ნამატჩევს მერაბი ემოციებს ვერ მალავდა, ომალი კი, ტვიტერზე გაკეთებული განცხადებით შემოიფარგლა, აქაოდა, ბოდიში, ეს რა დამემართაო.

გამარჯვების სანაცვლოდ, დვალიშვილი 500 ათას დოლარს მიიღებს და სავარაუდოდ, შემდეგი ბრძოლა მომავალ წელს ექნება, თუმცა უკვე გაირკვა, რომ ქართველს უძიერეს მეტოქესთან მოუწევს ტიტულის დაცვა. საუბარია უმარ ნურმაგომედოვზე, რომელიც UFC-ში ჯერჯერობით დაუმარცხებელია და 18 შეხვედრიდან ყველა დამაჯერებლად მოიგო. უმარი ლეგენდარული და დაუმარცხებელი მებრძოლის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია და მწვრთნელადაც სწორედ ხაბიბი ჰყავს. ხაბიბ ნურმაგომედოვმა უკვე გააკეთა კომენტარი, მერაბს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ კავკასიური დუელი ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება.  ექსპერტებმა აღნიშნული შეხვედრა თეთრი და ყავისფერი ბოხოხების შერკინებად მონათლეს. მოგეხსენებათ, დვალიშვილი სწორედ ყავისფერიბოხოხით გამოდის ხოლმე ბრძლის წინ რინგზე, უმარს კი, თეთრი ბოხოხი ახურავს.