შეთნხმება ვერ ხერხდება - დე ლაურენტისმა კვარაცხელია მოატყუა?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, ბევრი ვარაუდობდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დატოვებდა და ბევრად ამბიციურ კლუბში გადავიდოდა, თუმცა ნეაპოლელების მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნამ ბევრი რამ შეცვალა. კონტე პირადად ესაუბრა ქართველ შემტევს და დაარწმუნა, რომ მისი გუნდში დარჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი „ნაპოლის“ სათამაშო სქემა, სწორედ კვარაცხელიას გარშემო უნდა აგებულიყო და ამასთან ერთად, კონტემ ისიც თქვა, რომ კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და სასაცილო ხელფასს (წელიწადში 1.3 მილიონი ევრო) მნიშვნელოვნად გაზრდიდა.

ხვიჩაც დარჩა, მისმა წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დაიწყეს და ახლა, ეს მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. საქმე ის გახლავთ, რომ კვარაცხელიას აგენტები მისთვის წლიურ ჯამაგირად 8 მილიონ ევროს ითხოვენ (ამბობენ, 7-ზეც დათანხმდებიანო), ხოლო დე ლაურნეტისი, ბონუსების ჩათვლით, მხოლოდ 5 მილიონის გადახდაზეა თანახმა. არადა, სატრანსფერო სეზონი დასრულებულია და თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კვარას, მინიმუმ, ზამთრამდე, გუნდში დარჩენა და ძველ ხელფასზე თამაში მოუწევს.

„ნაპოლის“ გულშემატკივრები დე ლაურენტისს მოუწოდებენ, კვარაცხელია ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს და 7-8 მილიონი კი არა, წლიურ ჯამაგირად 15 მილიონი დაუნიშნოს, მაგრამ თაღლითობაში გაწაფული სინიორ აურელიო, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობს და ქართველი მარგალიტის შენარჩუნება იაფად უნდა, რასაც, ყველაზე ცუდ შემთხვევში, ზამთრამდე მოახერხებს. მერე კი, ტყუილი დაპირებებით, ფონს გასვლა აშკარად გაუჭრდება.