თამბაქოს შეფუთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციები 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი კირცხალიას განმარტებით, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციები 2024 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. გაუქმდება თამბაქოს ნაწარმის ღერზე შესაბამისი წარწერის დატანის აკრძალვა. ასევე, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე შესაძლებელი იქნება თამბაქოს ნაწარმის მიკვლევადობის ნიშნის დატანა.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, დასაღეჭი, შესასუნთქი თამბაქოს, სიგარის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს, შეფუთვაზე გავრცელდება ზუსტად ის რეგულაციები, რაც დღეის მდგომარეობით მოქმედებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გასახურებელ თამბაქოზე.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.