პარტია გახარია-საქართველოსთვის ცნობით, ლელოსთან შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, რადგან მეორე მხარემ "შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია."
ამის შესახებ პარტიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისინი მადლობას უხდიან საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული პროცესის წარმოყებისა და ლელოს დისკუსიაში მონაწილებოსთვის.
"ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი.
ასე იყო წარსულში - ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს - ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია.
საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
ჩვენსა და ლელოს შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.
ჩვენი პოლიტიკური მიზანია ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების გარეშე, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება." - წერია განცხადებაში.
16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია, ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია 17 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.
პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ იგი მზად იყო, მოლაპარაკების პროცესისთვის ხელი შეეწყო, როგორც ნეიტრალურ მხარეს.
17 სექტემბერს ოპოზიციონერები ერთმანეთს ჯერ პრეზიდენტის გარეშე, შემდეგ კი ორბელიანების სასახლეში შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ მამუკა ხაზარაძემ "კიდევ ერთი დღე ითხოვა პოზიციების შესათანხმებლად."
18 სექტემბერს ხაზარაძე და გახარია ორბელიანების სასახლეში კიდევ შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებ ხვალ დასრულდებოდა. ხოლო, ხაზარაძე ამბობდა, რომ მოლაპარაკებები მარტივი არ იყო, თუმცა "პრინციპულად ახლოს იყვნენ."
„ამ ეტაპზე „ლელოსთან“ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“ - გახარია „საქართველოსთვის“
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი