შიდა ქართლის პოლიციამ 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
ვახტანგ გომელაურმა 2017 წელს, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის - ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან - გრიგოლ ლილუაშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 5 წლის წინ კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის - ივანე გოლაშვილის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით, მის საფლავზე მივიდა.
ვახტანგ გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის - გოლაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო, მის ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი - ივანე გოლაშვილი დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.
ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე დაესწრო.
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან დედაქალაქსა და რეგიონებში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, დანაშაულთან ბრძოლის შედეგებსა და საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.
მინისტრმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან ასევე ისაუბრა მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მთავრობის მეთაურის ინიციატივით სამინისტროს თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების 20%-ით გაზრდის შესახებ, ასევე საპოლიციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
ვახტანგ გომელაურმა შედეგიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
ვახტანგ გომელაური სამინისტროს საფეხბურთო გუნდის წევრებს შეხვდა და დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამინისტროს საფეხბურთო გუნდის წევრებს შეხვდა. გუნდმა ცოტა ხნის წინ ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, პირველი ადგილი დაიკავა და საერთაშორისო კორპორატიული თასის მფლობელი გახდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გამარჯვებულ სპორტსმენებს ჩემპიონობა მიულოცა, მადლობის სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი.
ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა თანამშრომლებში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს საფეხბურთო გუნდის წევრებს სამომავლო ასპარეზობებზე მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.
ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებული ჩემპიონატი ნოემბრის დასაწყისში, თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი ტურნირის ფინალში გავიდა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის გუნდს „YAPI KREDİ“-ს დაუპირისპირდა. ქართველმა სპორტსმენებმა თურქი მეტოქეები დაამარცხეს ანგარიშით - 7:0 და საერთაშორისო კორპორატიული თასი მოიპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ტაბახმელაში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტაბახმელაში პოლიციის შენობა გახსნა. მინისტრმა, პირველ მოადგილესთან - შალვა ბედოიძესთან და მოადგილესთან - გიორგი ბუთხუზთან ერთად, ახალი შენობა დაათვალიერა და თანამშრომლებს თანამედროვე სტანდარტების პოლიციის შენობაში საქმიანობის გაგრძელება მიულოცა.
ტაბახმელაში პოლიციის შენობა ამ დრომდე, დროებით იყო განთავსებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოძველებულ შენობაში. პოლიციის ახალი შენობა ახალ ლოკაციაზე აშენდა.
ტაბახმელის პოლიციის სამმართველოში იმუშავებს კრიმინალური პოლიციის 25 თანამშრომელი, რომლებიც ადმინისტრაციულად თბილისს შემოერთებული დასახლებების - წავკისის, შინდისისა და კოჯრის, ასევე, ოქროყანის მოსახლეობას მოემსახურებიან.
შენობაში განთავსებულია ნივთმტკიცებების, საიარაღო, ამოცნობის, მოსასვენებელი და სასადილო ოთახები, აგრეთვე, სპორტული დარბაზი. ოპერატიული, საგამოძიებო, საუბნო მიმართულებით მომუშავე და დაცვის პოლიციის თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო სივრცეები.
ახლად აშენებული, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი და ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე.
პოლიციის ახალი შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტებს, რომელთა ფარგლებში, ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, უწყების დანაყოფებისთვის არაერთი ახალი შენობა აშენდა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები. ამასთანავე, მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
მოსახლეობისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის და ყველა თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 6 პირი დააკავეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო 2 ცეცხლსასროლი იარაღი.
ამავე ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ლ.კ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1999 წელს დაბადებული რ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ რ.რ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ,,აკს“-ის და „აკმ"-ის მოდელების ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, 2 მჭიდი და 30 ვაზნა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1959 წელს დაბადებული ზ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო "აკს 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, გამომშრალი „მარიხუანა“.
1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ხ. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო რევოლვერი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად - 1962 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. სამართალდამცველებმა გ.შ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.