შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომლებს 112-ის დღე პირადად მიულოცა. მინისტრის მოადგილეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.
 
112-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ცენტრის 4 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
 
„112“-ის დღე 2009 წლიდან აღინიშნება. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. ეს დღე, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნება.რედ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - ალი ქაან ორბაის თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო პირადად მიუსამძიმრა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თურქეთის საელჩოში კომენტარი გააკეთა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და თურქ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
"პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს და დებს - თურქ ხალხს, თურქეთის მთავრობას. ძალიან დიდი უბედურება მოხდა. იმ დილითვე, ბატონი პრემიერისგან მივიღეთ დავალება, მოხდა მობილიზება ჩვენი მაშველების, 60 ადამიანი იქნა თავისი აღჭურვილობით გაგზავნილი თურქეთში, შემდგომ, მეორე დღეს, კიდევ 40 ადამიანი დაემატა და დღეს ჩვენი 100 მაშველია, ადგილზე მუშაობენ. საბედნიეროდ, 3 ადამიანი გადაარჩინეს, ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, 21 კი დაღუპული იყო . ახლაც მუშაობენ. მაქსიმალურად ბოლომდე ვიქნებით მათ გვერდში, სანამ საჭირო იქნება ჩვენი დახმარება. ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად ჩემი სახელით, მიიღეთ ჩემი გულითადი სამძიმარი, მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო. მსურს, თანადგომა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ", - წერს ვახტანგ გომელაური.

გვსურს, გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ქვეშეთი-კობის გვირაბში გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ საინფორმაციო სააგენტო "მთის ამბებში" განთავსებული სტატიის ავტორი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, "მთის ამბებში" გამოქვეყნდა სტატია ქვეშეთი-კობის გვირაბში მხუთავი აირის შედეგად მუშების დაღუპვისა და დაშავების შესახებ.
როგორც ცნობილია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არ დაადასტურა ქვეშეთი-კობის გვირაბში მხუთავი აირის შედეგად მუშების გარდაცვალების და დაშავების ფაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

ინტენსიური და რთული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველი მეხანძრე -მაშველების მიერ ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანია გადარჩენილი, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა.

ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს.

შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება.

ამასთანავე, ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან მუდმივ კოორდინაციაში.

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართული სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW) მიერ საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიშის განხილვაში.
მიმდინარე წლის 8 თებერვალს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 84-ე სესიაზე განხილულ იქნა ,,ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიში.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღნიშნულ განხილვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტს ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ეროვნულ დონეზე კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ გადადგმულ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებიც ემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
განხილვის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის წევრები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ახორციელებენ მხარე სახელმწიფოთა მიერ ,,ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მონიტორინგს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. გასულ ღამეს, თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე -მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ. ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისათვის ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თურქეთში დაუყივნებლივ ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში. ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე, საკუთარი ძალებით და რესურსით, საინჟინრო დაბრკოლების ღობურებისა და ელექტრონული სასიგნალო სისტემების მონტაჟი განახორციელა.
 
ელექტროსიგნალიზაციის ღობურა წარმოადგენს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას სამართალდამრღვევ პირთა გადაადგილების შესაზღუდად შექმნილ დამაბრკოლებელ საშუალებას, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო სექტორს წინმსწრებად აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ დასაცავი მონაკვეთის კონკრეტულად რომელ უბანზე მოხდა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ან დარღვევის მცდელობა.
 
საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დამონტაჟდა ბათუმის, ახალციხის და წითელი ხიდის სამმართველოების დასაცავ მონაკვეთებზე.
 
სახმელეთო საზღვრის დაცვის ელექტრონული ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება აძლიერებს და კიდევ უფრო ეფექტურს ხდის სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და კონტროლს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
გასულ ღამეს, თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე -მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ.
ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისათვის
ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თურქეთში დაუყივნებლივ ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში.
ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებიმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ.
ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველები ადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან.
60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს.
ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.
სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.
ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში თავდამსხმელის შესვლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა.

დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.