შსს-ს წარმომადგენლებმა, კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ბოლო შეხვედრები მოსწავლეებთან თბილისსა და რეგიონებში გამართეს

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - "ემეგობრე პოლიციას" ფარგლებში, მიმდინარე წელს ბოლო საინფორმაციო შეხვედრები თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის სკოლებში განხორციელდა.

სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N1 და N10, სენაკის N1 და N7, ფოთის N4 და N5, ბოლნისის N1 და N5 საჯარო სკოლებში, აგრეთვე, შეხვედრები გაიმართა თბილისის N119 და N208 საჯარო სკოლებში, ნიჭიერთა კერძო სკოლასა და სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეში".

საინფორმაციო შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს. სამინისტროს თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე, ბავშვთა უფლებების, ბულინგის, ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.