შსს-მ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა
ვახტანგ გომელაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშეს მოადგილე, შში ციაო.
მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა.
ვახტანგ გომელაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჭოუ ციენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შს მინისტრმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან – ქერენ ჩეისონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები, ასევე განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერის მნიშვნელობას, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურის განახლების, სანაპირო დაცვის ოპერატიული გაძლიერების და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის განვითარების მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერიოდული და მიზნობრივი სწავლებების გამართვის მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, ქერენ ჩეისონმა მზაობა გამოხატა, განაგრძოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა სასაზღვრო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, როგორც სექტორების მშენებლობის, ასევე, ექსპერტული დახმარების გზით.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა EXBS-ის ხელმძღვანელს წლების მანძილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შინაგან საქმეთა მინისტრი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის პოლიციის მეკავშირე ოფიცერი, პანაგიოტის სიმეონიდისი და თავდაცვის ატაშე, ვასილეიოს ლაგოგიანისი.
მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის როლს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ბერძნული მხარის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარებასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებაში.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ელჩსა და ატაშეებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.
შსს-ს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და გაეროს მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლები ეწვივნენ
შიდა ქართლის პოლიციამ 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
ვახტანგ გომელაურმა 2017 წელს, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის - ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან - გრიგოლ ლილუაშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 5 წლის წინ კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის - ივანე გოლაშვილის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით, მის საფლავზე მივიდა.
ვახტანგ გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის - გოლაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო, მის ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი - ივანე გოლაშვილი დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.
ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე დაესწრო.
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან დედაქალაქსა და რეგიონებში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, დანაშაულთან ბრძოლის შედეგებსა და საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.
მინისტრმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან ასევე ისაუბრა მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მთავრობის მეთაურის ინიციატივით სამინისტროს თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების 20%-ით გაზრდის შესახებ, ასევე საპოლიციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
ვახტანგ გომელაურმა შედეგიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.