შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსი გაიარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიული საკითხების განხილვას ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებას: როგორიც არის პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები, ასევე, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხები.
სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ციხისჯვარის ბაზაზე ჩატარდა.სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი გაიარეს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი