შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ფ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს - გ.ც.-სა და მის მეუღლეს - ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მთავრობის განკარგულებით, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5 პირი დააკავეს. მათ შორის 3 პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
2002 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 2004 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, 2001 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს და 1993 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 1997 წელს დაბადებული ვ.ო. პოლიციამ დააკავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებულ ტ.კ.- ც შეუერთდა. ბრალდებულებმა მოგვიანებით, ტ.კ.-სთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს, რა დროსაც ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებსა და ტ.კ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ზ.ფ.-მ გ.ო.-მ გ.ქ.-მ და გ.ბ. -მ ტ.კ. -ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ტ.კ. დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ბრალდებულის სახით დაკავებული ვ.ო., თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
ტ.კ.-ის ცხედარი მდინარე მტკვარმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.
დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ფონდი “იალქანი” სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, სადაც საცხოვრებლების გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის დახმარების მსურველებს ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვების შემთხვევაში მისამართს აწვდის:

“მეგობრებო, საქველმოქმედო ფონდი იალქანი აგროვებს ტანსაცმელსა და სხვა ნივთებს დაზარალებულებისათვის, ამ ყველაფრის მიტანა შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე: ჭავჭავაძის 27. ზუბალაშვის 31. გახსნილია ანგარიშის ნომრები, შეგროვებული თანხა გადაეცემა დაზარალებულ ოჯახებს” – ნათქვამია მიმართვაში.

 საქართველოს ბანკი

 #GE55BG0000000588221400

თიბისი ბანკი

 #GE12TB7990736080100007

ამ დროისთვის ანგარიშზე ფიქსირდება 7 100 ლარი დაზრებული მოქალაქეებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები დასრულდა.

საძიებო-სამაშველო ოპერაციის დასრულების და მისი შედეგების შესახებ, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ვრცლად ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე პოლიციის შესაბამისი ძალები რჩებიან, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოების ნორმებს გააკონტროლებენ.

"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ძალიან მძიმე სიტუაციაა 9 ადამიანია გარდაცვლილი და ყველას ვუსამძიმრებ, უმძიმესი დღე იყო გუშინ, დღესაც რა თქმა უნდა. ახლა ვიპოვეთ, 5 წუთის წინ მეცხრე გარდაცვლილი, ვისაც ვეძებდით.

ჩვენი ვარაუდით არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. გარდაცვლილებს შორის სამი არასრულწლოვანია, ხოლო დანარჩენი სრულწლოვანები. დაკავებულია 3 ადამიანი, როგორც გითხარით და გრძელდება გამოძიება.

პოლიციელები დარჩებიან შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ ეს ქუჩა გადაიკეტება, რომ არ იმოძრაოს ხალხმა, უკანა ეზოშიც მოხდება გაკეთება ბარიერების, რომ არ შევიდეს ხალხი იმ ზონაში, რომელმაც შესაძლოა საფრთხე გამოიწვიოს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინის ჩამონგრევის ადგილას საძიებო - სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 400 - მდე მეხანძრე - მაშველი და პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები 29 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუმ­ში ნან­გრე­ვებ­ში კი­დევ ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი იპო­ვეს.

რო­გორც მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ნან­გრე­ვებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღა­რა­ვინ იმ­ყო­ფე­ბა და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩერ­დე­ბა.

„მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ოჯა­ხებს. მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა. 9 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. უძი­მე­სი დღე იყო გუ­ში­ნაც და დღე­საც. 5 წუ­თის წინ ვი­პო­ვეთ მე-9 გარ­დაც­ვლი­ლი. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, არც ერთი და­კარ­გუ­ლი აღა­რაა და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩერ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო გუ­შინ ჩა­მო­ინ­გრა. ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად 8 პირი გარ­და­იც­ვა­ლა, აქე­დან 4 ერთი ოჯა­ხის წევ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა 36 წლის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მაშ­ვე­ლებ­მა კორ­პუ­სის ნან­გრე­ვე­ბი­დან გუ­შინ ამო­იყ­ვა­ნეს, ის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე 3 პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუმ­ში, კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე ერთ-ერთი ბი­ნის მე­სა­კუთ­რის მი­თი­თე­ბით სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­მაც სა­დარ­ბა­ზოს ჩა­მონ­გრე­ვა გა­მო­იწ­ვია. და­კა­ვე­ბუ­ლია ბი­ნის მე­პატ­რო­ნე და ორი მუშა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ. ა. და 1989 წელს დაბადებული გ. მ. აფეთქების და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს და 4 ოქტომბერს, წარსულში არსებული ფინანსური დავის ნიადაგზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები თანასოფლელების - მ.ნ.-ის და ი.მ.-ის საცხოვრებელი სახლების ეზოებში ხელყუმბარები ააფეთქეს, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები.
პოლიციამ ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხში დააკავა.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები მომხდარ დანაშაულებში შესაძლო მონაწილე პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და აფეთქებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე ნანგრევებიდან ამოყვანილია 5 გარდაცვლილი ადამიანი. რაც შეეხება ნანგრევებიდან ამოყვანილ დაშავებულ ორ მოქალაქეს, ერთი მათგანი, კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე რჩება. ვახტანგ გომელაურმა სამაშველო-საძიებო ღონისძიების, ასევე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული პირების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მთელი ღამის განმავლობაში ვიმუშავეთ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მაშველებს. ასევე, იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყვნენ, ასევე ტექნიკის ოპერატორებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულან.
სამწუხაროდ, 5 ადამიანია ნანახი, 5-ვე გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში. ვეძებთ კიდევ სამ ადამიანს, წესით, მეტი არ უნდა იყოს, რა ოპერატიული ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს.
რაც შეეხება პასუხისგებაში მიცემას, პასუხისგებაში მივეცით 3 ადამიანი, ბინის მეპატრონე და ორი ადამიანი, რომლებიც სამუშაოს აწარმოებდნენ. სასამართლო დაადგენს მათი ბრალეულობით იყო ჩამონგრევა, თუ სხვა რამემ გამოიწვია.
თითოეულ აგურზე სიფრთხილით მუშაობენ ხედავთ მაშველები, რომ თუ ადამიანი ცოცხალია, ჩვენ არ დავაზიანოთ, ხელით მუშაობენ. ამ სამ ადამიანს რომ ვიპოვით, შეიძლება უფრო გახშირდეს მუშაობის რიტმი. შევა ტექნიკა და ადვილი იქნება გაწმენდითი სამუშაოები.
გამოძიება მიდის ყველა მიმართულებით, თუ გამოვლინდა სხვა პირთა დანაშაული, რა თქმა უნდა მიეცემიან პასუხისგებაში," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ნანგრევებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში, ასევე ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ბათუმში მიმდინარე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებების ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, რომლებიც პირადად ხელმძღვანელობენ სამაშველო ოპერაციას.

შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.