ბათუმში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს თანატოლებმა დამამცირებელი ვიდეო გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. კადრში ჩანს სავარაუდოდ ნაცემი მოზარდი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ და ემუქრებიან. მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებები კანონის დაცვით, მშობლებსა და სოცმუშაკებთან ერთად ჩაატარეს.

„როგორც კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის ჩატარდა გამოკითხვები, ასევე არასრულწლოვნები გამოიკითხნენ. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესს ესწრებოდნენ მშობლები და სოცმუშაკები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით“, - განაცხადა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო ჩატარებულ საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ასევე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განხორციელებული სამაშველო ოპერაციისთვის მეხანძრე-მაშველებს უწყებრივი მედლები - „მამაცობისთვის“ გადაეცათ.
 
დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრნენ.
 
ღონისძიების მონაწილეებმა, მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
 
იოსებ ჭელიძემ და თემურ მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და 10 მეხანძრე-მაშველს, მინისტრის სახელით, უწყებრივი მედლები გადასცეს.
 
8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო მიმდინარე საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 426 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, რომელთაც 29 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში წარმართეს სამაშველო ოპერაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მათგანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წახალისდა.
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო ჩატარებულ საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ასევე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განხორციელებული სამაშველო ოპერაციისთვის მეხანძრე-მაშველებს უწყებრივი მედლები - „მამაცობისთვის“ გადაეცათ.
 
დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრნენ.
 
ღონისძიების მონაწილეებმა, მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
 
იოსებ ჭელიძემ და თემურ მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და 10 მეხანძრე-მაშველს, მინისტრის სახელით, უწყებრივი მედლები გადასცეს.
 
8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო მიმდინარე საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 426 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, რომელთაც 29 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში წარმართეს სამაშველო ოპერაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მათგანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წახალისდა.
 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.დ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს - 1977 წელს დაბადებულ ე.ჯ. -ს ქალაქ ბათუმში, ჯაყელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა.
 
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
ასევე, ამოღებულია გ.დ.-ის მფლობელობაში არსებული ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 10 დღეში, თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

 

ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული არიან: 2001 წელს დაკავებული დ.მ., 1989 წელს დაკავებული ა.ა. და 1983 წელს დაბადებული ზ.ა., ასევე, დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. 1987 წელს დაბადებული დ. დ., 1967 წელს დაბადებული ა. ა., 1988 წელს დაბადებული რ. ჯ.,1972 წელს დაბადებული რ. ზ., 1970 წელს ა. მ.,1956 წელს დაბადებული ვ. მ.,1989 წელს დაბადებული ლ. ს.

დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებული ზ.ა.-ს საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი"და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები: ელექტროსასწორი და კოვზი.

პოლიციამ, ბრალდებული გ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ამოიღო.

სამართალდამცველების მიერ, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის - ი.ზ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული - 1000 ლარი, მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად კი - 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართება.

მისამართი: გულუას ქუჩა N 10, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

 

სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსჯავრდებულის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ათას პოლიციელს გლოკის სისტემის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები გადაეცემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის პირველი ეტაპი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების შემდეგ, უახლოეს დღეებში, აღნიშნული ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები აღიჭურვებიან.

სამინისტროში შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების ერთიანი სტანდარტის დანერგვის მიზნით მიმდინარეობს საპოლიციო აღჭურვილობის განახლების მასშტაბური პროცესი. ბოლო წლების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ეს არის ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება და თანამშრომელთა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლების როგორც სამუშაო პირობების, ასევე, მათი სპეციალური აღჭურვილობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის მეშვიდე შეხვედრაში.

შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ პროექტის ფარგლებში, ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პოლიტიკის დონეზე იქცა პრიორიტეტულ მიმართულებად, რაზეც მეტყველებს სამინისტროს მიერ განხორციელებული არაერთი აქტივობა.

ალექსანდრე დარახველიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სწავლებების საკითხზე. მან აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცველთა გადამზადების პროცესი შეუქცევადია - არაერთი ტრენინგი და სწავლება ჩატარდა ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების რიგით და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისათვის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, კასკადური გადამზადების პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. მან ასევე ისაუბრა მიმდინარე წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე, მნიშვნელოვანი აქტივობები და მიღწეული შედეგები შეაჯამა.

ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამინისტროსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოთქვეს.

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია ანტიდისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ გამოცდილების გაზიარება, ცნობიერების ამაღლება და საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპის სტანდარტებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი პირი - 1974 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს - 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად, ტ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს რ.გ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაუსწრებლად ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებული რ.გ. პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.