შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1974 წელს დაბადებული მ.პ., 1986 წელს დაბადებული ა.მ. და 1967 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
 
 
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.პ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 3 კილოგრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო ა.მ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 100 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.
 
აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ დაკავებული გ.კ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: „ჰეროინის“, „ბუპრენორფინისა“ და „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკები, ასევე, ფული.
 
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს. მას ბრალად ედება თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
 
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია „Telegram“-ში შექმნა არხი (ჯგუფი), სახელწოდებით - „MODGOVGE INFO“. იგი თავადვე უწევდა ადმინისტრირებას აღნიშნულ არხს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. ზ.კ. დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთ-ერთი უცხოური ელექტრონული საფულის და ქართული ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე ვითომდა მომსახურების საფასურს​ - გარკვეულ თანხებს არიცხვინებდა და მათ კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, თუმცა მართვის მოწმობებს არ უმზადებდა.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა - მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაცვის მიზნით მუშაობა დაიწყეს.
მათთან ერთად დამსვენებლების უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც იზრუნებენ.
მოთხილამურე პატრულებმა უკვე გაიარეს გადამზადების კურსი და 100-მდე თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას განახორციელებენ.
მოთხილამურე პატრულები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ.
სამთხო-სათხილამურო კურორტებზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2016 წლიდან მუშაობენ და ამ წლების განმავლობაში ასეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 37 მილიონ ლარზე მეტია.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები:
• 23 კილო და 759 გრამი "ჰეროინი"
• 12 127 ტაბლეტი "სუბუტექსი"
• 9 კგ კოკაინი
• 220 გრამი "მდმა"
• 347 გრამი "მეტადონი"
• 1 ტონა და 655 კგ კანაფი
• 1 ტონა და 15 კგ „მარიხუანა“
• "მდმა"- ს შემცველი 1000 ტაბლეტი
• 367 კაფსულა/ტაბლეტი "ტრამადოლი"
• "მეტადონის" შემცველი 125 ტაბლეტი
• 896 გრამი კანაფის ფისი
• 229 გრამი „ალფა პვპ“
• 679 კაფსულა „პრეგაბალინი“
• 260 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება
• 580 კაფსულა „ფსევდოეფედრინი“
სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.
ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა


შინაგან საქმეთა სამინისტროში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის პრევენციის მიზნით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სტუმრად მოწვეულ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში - კელი დეგნანს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ უმასპინძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრი "112"-ის დირექტორმა - გიორგი არსოშვილმა და მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ - იმედა მაკასარაშვილმა პრეზენტაციაზე მოწვეულ პირებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები, საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ მძიმე შედეგებს, რასაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იწვევს და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

ვიდეორგოლი ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით შეიქმნა. იგი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში პოლიციის როლი უმნიშვნელოვანესია, რაც გულისხმობს, როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების შემუშავებასა და ინიცირებას, ასევე, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და რეგულირების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას.

წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა და ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის სასჯელი გამკაცრდა.

ამასთანავე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რითიც მოხდა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება შესაბამის დირექტივებთან.

აღნიშნულის პარალელურად, გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საგზაო მოძრაობის რეგულირების მიმართულებით, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის პრევენციის მიზნით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სტუმრად მოწვეულ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში - კელი დეგნანს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ უმასპინძლეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრი "112"-ის დირექტორმა - გიორგი არსოშვილმა და მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ - იმედა მაკასარაშვილმა პრეზენტაციაზე მოწვეულ პირებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები, საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ მძიმე შედეგებს, რასაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იწვევს და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

ვიდეორგოლი ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით შეიქმნა. იგი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში პოლიციის როლი უმნიშვნელოვანესია, რაც გულისხმობს, როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების შემუშავებასა და ინიცირებას, ასევე, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და რეგულირების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას.

წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა და ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის სასჯელი გამკაცრდა.


ამასთანავე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რითიც მოხდა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება შესაბამის დირექტივებთან.

აღნიშნულის პარალელურად, გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საგზაო მოძრაობის რეგულირების მიმართულებით, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 5 პირი დააკავეს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული ი.მ., 1975 წელს დაბადებული გ.გ. (მეტსახელად „გადაბმული“), 1978 წელს დაბადებული კ.ჟ., 1984 წელს დაბადებული შ.კ. და 1966 წელს დაბადებული გ.ს.

დანაშაულები 7-დან 10-მდე წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს: ი.მ.-ს, გ.გ.-ს და კ.ჟ.-ს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თავის მხრივ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“.

ამის შემდეგ, ქურდული სამყაროს“ წევრებმა, მოდავე მხარეებთან ერთად, ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს თბილისში, წინასწარ დაქირავებულ ბინაში, ასევე, ერთ-ერთი მოდავე მხარის ოფისში. შეხვედრებზე "ქურდული სამყაროს" წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან - 50 000 ლარიდან ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს მათ დავაში ჩართული "კანონიერი ქურდებისათვის" გარკვეული თანხის გაგზავნა. მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდგომაც "ქურდული სამყაროს" წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, სოფელ წეროვანში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა თავის მეზობლებს: 1983 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 1990 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდათ.

სამართალდამცველებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, გ.მ. დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის 1 - ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და გენერალური პროკურორის მოადგილე - ნათია მერებაშვილი.
 

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა/ექსპერტებმა.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. შეხვედრაზე საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით არაერთი საყურადღებო შეხედულება გამოითქვა.

მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პრობლემები/გამოწვევები; ვენეციის კომისიის რეკომენდაციები; პროექტის კონცეფცია და მიზანი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, სამინისტროს სტრატეგია დაგეგმილი ცვლილებების აღსრულებასთან დაკავშირებით და სხვ.

პროექტი - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.