×

Warning

JUser: :_load: Unable to load user with ID: 51

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 636 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 106 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 530 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე.
ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს - პოლიციის პოლკოვნიკ ავთანდილ გალდავას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის ხელმძღვანელებისგან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ ბათუმში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი - 25 წლის თორნიკე კიპაროიძე​, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხანძრის ქრობის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან - ვლადიმერ ბორცვაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამძიმარი გამოუცხადა.

„პირველ რიგში მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. მართლა ძალიან კარგი, ვაჟკაცი, ადამიანი გამოაკლდა ოჯახს, ჩვენს სამსახურს, სამშობლოს.

ნამდვილად გმირები არიან ეს ადამიანები, ვინც აქ დგანან, ხედავთ, ყოველი ადამიანი სიცოცხლეს სწირავს, თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად. ერთი ეს შემთხვევაც იყო სამწუხაროდ. ეს ადამიანი გამოგვაკლდა, მართლა კარგი ადამიანი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე.

ვუსამძიმრებთ კიდევ ერთხელ ოჯახს,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, გმირი მეხანძრე-მაშველისთვის პატივის მისაგებად ბათუმში იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი. გარდაცვლილი უკანასკნელ გზაზე სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა მეხანძრე-მაშველებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააცილეს.

თორნიკე კიპაროიძე სამხედრო პატივით დაიკრძალა. საპატიო ყარაულმა ​მის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, გარდაცვლილის ოჯახს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

თორნიკე კიპაროიძე 11 თებერვალს გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. მედიკოსების ჩარევის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ახალგაზრდა მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამორჩეული სიმამაცით მუშაობდა. 2014-2018 წლებში ის თავდაცვის ძალებში მსახურობდა. 2017-2018 წლებში მონაწილეობა მიიღო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.

თორნიკე კიპაროიძე დაჯილდოებულია მედლით - "სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის". მას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 142 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 466 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეგერიმ ხელი მოაწერეს ოპერაციული თანამშრომლობის შესახებ ახალ სამუშაო შეთანხმებას.
შეთანხმებამ ჩაანაცვლა მხარეებს შორის 2008 წელს გაფორმებული დოკუმენტი და განსაზღვრა პარტნიორობის ახალი მიმართულებები.
უწყებებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია საზღვრის მართვა, არალეგალური მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
აღნიშნული ხორციელდება ინფორმაციისა და ანალიტიკური პროდუქტების გაცვლის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავებთან ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის გზით. Frontex-თან თანამშრომლობის ასევე მნიშნელოვანი კომპონენტია სამართალდამცველთა გადამზადება და ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელება.
„მიხარია, რომ დღეს ხელმოწერილი სამუშაო შეთანხმება იქნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩვენი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის დადებითი შედეგი სცდება ორ ორგანიზაციას შორის არსებულ ურთიერთობას და მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობაში“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
Frontex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის მთავარ პარტნიორთან, თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ათ წელზე მეტი ხნის წინ, კერძოდ 2008 წელს, Frontex-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ხელმოწერილ იქნა პირველი სამუშაო შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ეს ახალი ჩარჩო დოკუმენტი მოგვცემს შესაძლებლობას, კოორდინირებული ძალისხმევის გზით მივაღწიოთ უფრო მეტ პროგრესს საზღვრების უსაფრთხოებისა და საერთო გამოწვევებზე რეაგირების კუთხით“ - განაცხადა მან.
ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საკითხების გენერალური დირექტორატის (DG HOME) ხელმძღვანელმა, მონიკ ფარიამ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მაჩეი პოპოვსკიმ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ თანამშრომლებს ახალი დირექტორები პირადად წარუდგინა.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
 
ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა. პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციას უხელმძღვანელებს.
 
პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროში აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. საუბარი, ასევე, შეეხო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ​წინააღმდეგ, კიბერდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით
განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის.

ვახტანგ გომელაურმა და კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავტოპარკის განახლებას აგრძელებს. მომსახურების ხარისხისა და საიმედოობის ამაღლების მიზნით, დაცვის პოლიციის არსებულ ავტოპარკს 31 ახალი სპეციალიზირებული ავტომობილი დაემატა.

ინკასაციის სამმართველოს გადაეცა 10 ერთეული მაღალი გამავლობის „Mitsubishi L-200” მოდელის პიკაპის ტიპის, მაღალი დონის შეჯავშვნის ავტომობილი, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიან და რთულ კლიმატური პირობებში ფულადი სახსრებისა და ძვირფასი ნივთების გადაადგილებისა და დაცვისთვის; 8 ერთეული „ფორდის“ მოდელის დაჯავშნული მიკროავტობუსი როგორც საქალაქთაშორის, ასევე ქალაქში ინკასირებისათვის, და 2 ერთეული მაღალი ტვირთამწეობის „ივეკოს“ ფირმის სპეციალური ავტომობილი მოცულობითი ტვირთების ინკასირებისათვის.
დაცვის პოლიციის ტექნიკური სამსახურს დაემატა 6 ერთეული “რენო დოკერის“ მოდელის სპეციალიზირებული ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია ტექნიკური ჯგუფების მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა უახლესი მოწყობილობით, ტექნიკური საშუალებების დროული და ხარისხიანი მონტაჟისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად.
მოძრავი ტვირთების და ფიზიკური პირების დაცვის სამმართველოს გადაეცა 5 ერთეული „შკოდა სკალას“ მოდელის ავტომობილი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არაგაბარიტული და საშიში ტვირთების დაცვა-გაცილებას მოემსახურება.

გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი მიიღო. ეს არის პირდაპირ, მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და პოლიციელთა ღირსების შელახვას.

ყოველდღიურად ხდება სამინისტროს მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამ ყველაფრის მიზანი, ყველასთვის გასაგებია და ამას უკვე საზოგადოებაც ხედავს, არის ერთადერთი - შესუსტდეს ნდობა უწყების მიმართ, იმ უწყების, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

ყველამ კარგად იცის, თუ რა რეჟიმში უწევთ მუშაობა ჩვენს პოლიციელებს - სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს საზოგადოებრივი მართლწესრიგი და უსაფრთხოება.

განსაკუთრებით, ალბათ, აღსანიშნავია ეს ბოლო ერთი წელი, რაც პოლიციელები, კრიმინალთან ბრძოლის პარალელურად, აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ბევრი მათგანი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობს. იცით, ალბათ, რომ ზოგიერთ ჩვენს თანამშრომელს ახლად შეძენილი შვილები თვეების განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი. და აი, ამ რთულ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები.

აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უწყებაა, დაახლოებით 40 000 თანამშრომელი მუშაობს და რა თქმა უნდა, არის გადაცდომის ერთეული შემთხვევები, რაზეც სამინისტრო რეაგირებს და ამის შესახებ ინფორმაციას პროაქტიულად თავადვე ვაწვდით მედიას.

აღსანიშნავია, რომ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, აქტიურად ხორციელდება სხვა უწყებების მისამართითაც. ისევე როგორც მე, ჩემს კოლეგებსაც, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან, არაერთხელ მოუწიათ განცხადების გავრცელება მედიის არაერთ ტყუილზე.

დღეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითს დაგისახელებთ, რადგან თითოეული მათგანი რომ ჩამოვთვალო, ალბათ, რამდენიმე საათი იქნება საჭირო.

ბოლო პერიოდში, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა პირდაპირ დაადანაშაულა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში, გამოაქვეყნა მისი სურათი და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, შემდგომ ჩვენმა დეპარტამენტმაც დამატებით აუხსნა სიუჟეტის ავტორს, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა, მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა რეპორტაჟი. ეს იყო ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი.

ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმძიმესი ბრალდება მოვისმინეთ, თითქოს პოლიცია და კონკრეტული პოლიციელები პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ. აქაც, ამ შემთხვევაშიც, ანონსშივე მტკიცებით ფორმაში გავიდა ეს ინფორმაცია, ხოლო შემდგომ გადავამოწმეთ ინფორმაცია და ვუთხარით, რომ მათ მიერ დასახელებული პირები არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მაინც გააგრძელეს სიცრუის ტირაჟირება. აგრეთვე, რეპორტაჟში შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, თითქოსდა პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან.

დეზინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია შიდა ქართლის პოლიციის ახლად დანიშნული უფროსის მიმართ ერთდროულად რამდენიმე არხის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. აქაც, მიუხედავად იმისა, რომ ილია კვაღინიძემ თავად გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში არასდროს უმუშავია, მთელი დღის განმავლობაში მედია კვლავ განაგრძობდა ცრუ ინფორმაციისა და ფოტოსურათების ტირაჟირებას, იმ ფოტოების, რომელთაგან მხოლოდ ერთ ფოტოზე ჩანდა ჩემი კოლეგა.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც დასაწყისში აღვნიშნე, რომ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის, მედიაში თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს და თუ რომელიმე ფაქტი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ხდება მისი სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.

როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, არ შემიძლია, არ გავიხსენო მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი. ასეთი საკმაოდ ბევრია, თუნდაც ბოლო ფაქტი, როდესაც კასპში, შეიარაღებულ მოქალაქეს მძევლად ჰყავდა აყვანილი ორი პირი და საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა. მაშინ ყველა მედიასაშუალებამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სანამ არ დასრულდა სპეცოპერაცია, ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გაშუქებულა. ამაზე საჯარო მადლობა მაშინაც ვთქვი და ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი.

ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დეპარტამენტი კვლავ გააგრძელებს ცრუ ინფორმაციებზე რეაგირებას და სამინისტრო სამართლებრივად დაიცავს იმ თანამშრომელთა უფლებებს, ვისი პატივი და ღირსებაც შეილახება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 716 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 612 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.