შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე.

„განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები. ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე 25 პირი დააკავეს.
არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, თავი შეიკავონ მძიმე პროვოკაციული ქმედებებისგან, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
ყველა დაკავებული გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გათავისუფლდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 424 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 96 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 328 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
 
 

„საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს და მე ველი ამ თანამშრომლობის გაგრძელებას მიმდინარე წლის განმავლობაში“ - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელიდეგნანმა გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე, უსაფრთხოების მიმართულებით, ორ  ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე,  რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპაციის,  მათ შორის, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების საკითხებს.

გრიგოლ ლილუაშვილმა და კელი დეგნანმა ხაზი გაუსვეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებების ფაქტებს, განიხილეს კონკრეტული ინციდენტები, მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების  ფაქტი.

„მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით, რეგიონში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებების ფონზე, რეგიონი უაღრესად დინამიკურია.

ვისაუბრეთ იმ აგრესიაზე, რომელსაც საქართველო, რუსეთის მხრიდან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ხედავს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა დაკავების საკითხზე, კიბერთავდასხმებსა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს  მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საგზაო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულ მონაკვეთებზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავს. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, როგორც თბილისში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ.
 
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მოძრაობა:
• თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 138-ე კმ–158-ე კმ-ის (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;
• ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 65-ე კმ–98-ე კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;
• საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;
• გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;
• შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-ლი კმ-52-ე კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის.
• მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, ამიტომ აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
• დაბალი ხილვადობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1-ლი კმ-62-ე კმ მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 512 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 68 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 444 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ მონაწილეობა მიიღო პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდა“ - დახურვის ონლაინღონისძიებაში, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
 
შეხვედრაში ასევე მონაწილობდნენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში - მააიკე ვან კოლდამი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) წარმომადგენლები.
 
ვიდეოკონფერენციის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს მართლწესრიგის ოფიცრების შესაძლებლობების გაძლიერებაში მათ მნიშვნელობას.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის ინსტიტუტის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.
 
აღნიშნული პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას.
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შემდეგ, სამუშაო თათბირი გურიის და სამეგრელოს რეგიონებში, საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელებთან გამართა. შეხვედრებს მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე დაესწრო.

გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავს. ვახტანგ გომელაურმა ოზურგეთში გამართულ თათბირზე გურიის პოლიციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს - ლევან ხარაბაძეს წარმატებები უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გურიის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვია. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა თანამშრომლებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილა.

​სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს 10 თებერვლიდან პოლიციის პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე ხელმძღვანელობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

ვახტანგ გომელაურმა გურიასა და სამეგრელოში გამართულ შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებზე ისაუბრა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.

 

ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში თბილისსა და რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასრულდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა თბილისში, გლდანის რაიონში, ახლად აშენებულ კორპუსში ბინების მფლობელ პოლიციელებს მშენებლობის დასრულება მიულოცა და ბინის გასაღები გადასცა.
ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიან პირობებში მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები. პროექტის მიხედვით, პოლიციელებს სახელმწიფო უფინანსებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ხოლო დარჩენილ 60%-ს საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით ფარავენ. პროექტში მონაწილე ყველა პირი 77,4 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით იღებს.
ყველა ახალაშენებულ კორპუსს აქვს შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.
ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.
ამ ეტაპზე, ბინები საკუთრებაში გადაეცა თბილისში - 83 პოლიციელს და რუსთავში - 56 პოლიციელს. ბათუმში ბინათმშენებლობის პროცესი გრძელდება.