შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა, რომელშიც დანაყოფის 100-მდე მოსამსახურე, 3 სადარაჯო ხომალდი და 5 საპატრულო კატარღა მონაწილეობდა.
 
სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს (PASSEX) და მცურავი საშუალებების საშტატო სტაციონალური შეიარაღებიდან წყალზედა მიზნებზე სასწავლო სროლების შესრულებას.
 
საზღვაო წვრთნების მიზანს მცურავი საშუალებების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა, შეიარაღების სისტემების ტექნიკური შეფასება და სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის ტაქტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს.
 
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საზღვაო წვრთნებში რეგულარულად მონაწილეობს. 2021 წლის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი სწავლებები ჩატარდა NATO-ს წევრი ქვეყნების: ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის, ასევე უკრაინის ხომალდებთან. წელს სანაპირო დაცვის ხომალდებმა მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ტერიტორიულ წყლებში გამართულს მრავალეროვნულ სწავლებაში SEA BREEZE 2021 და ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში ჩატარებულ საზღვაო სწავლებაში BREEZE 2021.
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.ჩ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა თავის დის არასრულწლოვან შვილს, 2003 წელს დაბადებულ ნ.ფ.-ს.

პოლიციამ ვ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს - 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.
 
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელ კვალზე - რუსთავში დააკავეს.
 
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული რ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რ.კ.-მ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ მ. მ.-ს და მის ძმას - 1996 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.
 
დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ა.მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
 
პოლიციამ რ. კ. მომხდარიდან მალევე დააკავა.
 
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ბ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1999 წელს დაბადებული კ.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მომხდარიდან მალევე, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1989 წელს დაბადებული გ.მ. და 1977 წელს დაბადებული ვ.ტ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ა.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ბორჯომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სტუმრად მყოფ ნაცნობს - 1965 წელს დაბადებული რ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.ნ ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მასობრივი აცრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება.

"თბილისის ზღვის პლაზაში" გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია.

"COVID-19"-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით სამინისტროს თანამშრომელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში. თბილისსა და რეგიონებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან "ფაიზერის", „სინოვაკის" ან „სინოფარმის“ ვაქცინით. ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 60%-მდე უკვე აცრილია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი „ჩვენებური“დალუქეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, რესტორნის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით.
 
აღნიშნული რესტორანი პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო დალუქა.
 
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით.
 
 

14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართება.
მისამართი: გულუას ქ. N 10, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი - „ერა“ და „დავითი“ დალუქეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.
ხსენებული სარიტუალო ობიექტები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით.