შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალს, პოლკოვნიკ არმან მარალჩიანს უმასპინძლა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, ასევე, სომხეთის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი არმენ მკრტჩიანი ესწრებოდნენ.

ვიზიტის მიზანია საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.

შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული დ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
 
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი - 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ., ამავე ობიექტის ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
 განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.

 დაკავებულ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1996 წელს დაბადებულ ჰ.ბ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ბ.ი.-ს, 2002 წელს დაბადებულ ი.ჩ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ჩ.ჩ.-ს ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა და ყალბი დოკუმენტების გამოყენება. ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 1964 წელს დაბადებულ ი.შ.-ს კი ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის წარუდგინეს.

 დანაშაულები 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის ოთხმა მოქალაქემ - ჰ.ბ.-მ, ბ.ი.-მ, ჩ.ჩ.-მ და ი.შ.-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლისას, მესაზღვრე-კონტროლიორს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქის დროებითი ბინადრობის ყალბი მოწმობა წარუდგინა. ბრალდებულები ქუთაისი-მილანის რეისით, მილანის მიმართულებით გაფრენას აპირებდნენ. დადგენილია, რომ აღნიშნული პირების საზღვარზე უკანონოდ გადასვლის ორგანიზებას ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ი.შ. ახორციელებდა.

 პოლიციამ ბრალდებულების მიერ საპასპორტო კონტროლის დროს წარდგენილი ყალბი დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო.

 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას, ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, გორსა და წალენჯიხაში 5 პირი დააკავეს.

 1995 წელს დაბადებულ კ. ს.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ. ჭ.-ს, 1990 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს, 1999 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს და 1995 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა ედებათ ბრალად.

 დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქ-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14 მეგობარს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხვინეს.

 ბრალდებულები თაღლითური გზით საერთო ჯამში დაეუფლნენ 14 მოქალაქის კუთვნილ 10 500 ლარს. სხვა დაზარალებულებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

 გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე - ჰეზერ ბერგი ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აკადემიის პრორექტორი - თეიმურაზ მაღრაძე და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.
 
 
სტუმრები აკადემიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და დაათვალიერეს იმიტირებული სასწავლო სივრცე, კომპიუტერული ცენტრი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და ტირი.
 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშეს მხარდაჭერისა და აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე - ჰეზერ ბერგი ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აკადემიის პრორექტორი - თეიმურაზ მაღრაძე და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.
სტუმრები აკადემიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და დაათვალიერეს იმიტირებული სასწავლო სივრცე, კომპიუტერული ცენტრი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და ტირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშეს მხარდაჭერისა და აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლების, "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის თანამშრომლებს ვაქცინაცია აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ. ვაქცინაციის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურისა და სისტემაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ.
ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაციისთვის ხუთი კაბინეტია მოწყობილი. კაბინეტები აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით, რაც სრულად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოვაკის“, ასევე, „სინოფარმის“ ვაქცინით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, სამინისტროს 10 ათასზე მეტი თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლების, "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ვაქცინაცია აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ. ვაქცინაციის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურისა და სისტემაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ.
ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაციისთვის ხუთი კაბინეტია მოწყობილი. კაბინეტები აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით, რაც სრულად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოვაკის“, ასევე, „სინოფარმის“ ვაქცინით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, სამინისტროს 10 ათასზე მეტი თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს და ხაზს უსვამს საქართველოსთვის ევროკავშირის მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს პოზიტიურ როლზე კავკასიაში. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგად, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა მნიშვნელოვანი რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად იყოს ჩართული დიალოგის პროცესში და საქართველო იყოს პლატფორმა მოლაპარაკებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან კავკასიის რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოში შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის.
პრემიერმა შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება. აღნიშნულ პოზიციას იზიარებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც.
საუბარი შეეხო მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და პრეზიდენტ მიშელს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროკავშირიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე გაუგზავნა მოწვევა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტ მიშელის საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საარჩევნო რეფორმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, ოპოზიციის ჩართულობით, თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შეიმუშავა. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, გაგრძელდეს მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წლების განმავლობაში სასამართლოში განხორციელებული რეფორმების შედეგად, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ეს საკმარისი არ არის, პროცესი გაგრძელდება და ბოლომდე მივა.

პოლიციამ ბოლო პერიოდში თბილისის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 28 პირი დააკავა, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ორი თვის განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვადასხვა რაიონში, 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ხოლო 8 პირი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული ი.ს., 1991 წელს დაბადებული ე.შ., 1987 წელს დაბადებული ა. ჯ., 1985 წელს დაბადებული ს.კ., 2002 წელს დაბადებული ფ.მ., 1999 წელს დაბადებული ა.კ., 1983 წელს დაბადებული პ.მ., 1999 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1991 წელს დაბადებული კ.გ., 1998 წელს დაბადებული ი.კ., 1998 წელს დაბადებული ე.მ., 1979 წელს დაბადებული გ.ს., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1995 წელს დაბადებული გ.მ., 1994 წელს დაბადებული გ.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.მ., 1983 წელს დაბადებული დ. ს., ინდოეთის მოქალაქე - 1997 წელს დაბადებული პ. მ., 1979 წელს დაბადებული რ.ჯ., 1976 წელს დაბადებული დ.კ., 1995 წელს დაბადებული ფ.ი., 1974 წელს დაბადებული ბ.რ. და 1996 წელს დაბადებული კ.ვ., 1987 წელს დაბადებული ფ.ა., 1980 წელს დაბადებული ე.პ., 1998 წელს დაბადებული შ.ა., 1967 წელს დაბადებული ჰ.ა. და 1983 წელს დაბადებული რ.ა.

 დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.

 სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინისა“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

 პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის” 129 აბი და აბის 2 ნატეხი.

 სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის - ბ.რ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩი და 5 საბრძოლო ვაზნა.

 გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.