საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მაღალი დონის დელეგაციასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. NDI-ს სახელით შეხვედრას ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში - პერ ეკლუნდი უძღვებოდა.შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ორგანიზაციის - „ეროვნული მხარდაჭერა დემოკრატიისათვის“ (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი - კენ უოლაკი; აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი სპეციალისტი - ჰანა თობურნი; აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენელი - ბენ კუპერი; NDI-ის ევრაზიის რეგიონული თანადირექტორი - მელისა მუსიო; NDI-ის არჩევნების პროგრამების დირექტორი - პეტ მერლო და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი - ალან გილამი.
ალექსანდრე დარახველიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მაღალი დონის დელეგაციასთან ონლაინ შეხვედრა გამართა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი