საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გუნდმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირში გამარჯვება მოიპოვა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროში შიდა საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა.
ტურნირის ფინალური შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე დაესწრო.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდნენ.
დაძაბული მატჩი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებული გუნდი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ ტურნირის თასით, ხოლო აღნიშნული გუნდის ფეხბურთელები - მედლებით დააჯილდოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საფეხბურთო ტურნირში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის გუნდები მონაწილეობდნენ.
ყოველწლიური შიდა ტურნირის მიზანია სამინისტროს თანამშრომლებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.