ალექსანდრე დარახველიძემ შშმ პირთა უფლებების დაცვის გეგმასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.


ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა - ნინა ხატისკაცმა გახსნეს.


შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციასა და მის განხილვას.


სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გეგმით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები და მათი შესრულების ინდიკატორები. შეხვედრის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და ამ სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და მოსაზრებები წარმოდგინეს.


სამუშაო შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან (NCCE) თანამშრომლობით.