გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 5 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების და მათზე პოლიციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების შესახებ. გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი. საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება გამოვლენილ შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე: რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გრძელდება გამოძიება. ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება, ასევე, სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობას. ყველა ჩამოთვლილ ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა - ტაბულას და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა - ტაბულას და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.
 
ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.vvv

დღეს დილიდან, რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ჯგუფებმა დაიწყეს შეკრება და საპროტესტო აქციები. შეკრების პარალელურად დედაქალაქში უსაფრთხოების ზომებიდან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები და განსაკუთრებულ რეჟიმით მუშაობენ.
 
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. რუსთაველზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით დაიწყო.
 
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გარდა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული ჯგუფების მიერ რამდენიმე მასშტაბური შეკრება-მანიფესტაცია არის დაანონსებული, მათ შორის, იგეგმება „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების ჩატარება.
 
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ რომ "თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს.
 
კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ "თბილისი პრაიდის" მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ ყველა პირს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. ასევე მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის კანონით დასაშვებ ფარგლებს.
 
სამართალდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მკაცრი და მყისიერი რეაგირება.

საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
 
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკელ ხალხს, კოლეგებს და მეგობრებს ვულოცავ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს!
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა და პარტნიორობა.
განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ამერიკის მთავრობას ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომელიც მათი მხარდაჭერით, დაფინანსებით და ჩართულობით განუხორციელებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ამერიკას ვუსურვებ მშვიდობას, სიძლიერეს, წინსვლას და კეთილდღეობას!
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაურ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიის ერთობლივი ორგანიზებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანას ტყეში ფართომასშტაბიანი სახანძრო-სამაშველო სწავლება გაიმართა.
 
სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი და ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. სწავლებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე სხვა მაღალი რანგის პირები დაესწრნენ.
 
საველე წვრთნის მიზანს საგანგებო სიტუაციების დროს მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობისას არსებული ძლიერი მხარეების და გამოწვევების დეტალური ანალიზი წარმოადგენდა.
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ეროვნული გვარდიის თანამშრომლებს, წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით, ტყის ხანძართან დაკავშირებულ ყველა პრობლემასთან მოუწიათ გამკლავება. ლეგენდის მიხედვით, მასშტაბური ტყის ხანძრები საქართველოს რამდენიმე რეგიონში ერთდროულად იყო გავრცელებული, რის გამოც, გვიან ღამით, სოფელ გორანას სიახლოვეს გაჩენილი კიდევ ერთი ხანძრის ჩასაქრობად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ეროვნული გვარდიის დახმარება ითხოვა. სცენარის მიხედვით ძლიერი ქარის გათვალისწინებით, არსებობდა ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეც და საჭირო იყო ოპერატიული რეაგირება.
 
წვრთნაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც დაშავებულთა ევაკუაციისა და ტყის ხანძრის ქრობის ამოცანები შეასრულა.
 
სწავლებაში სულ 180-მდე მეხანძრე-მაშველი და 150-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. პირადი შემადგენლობის გარდა პროცესში ჩართული იყო ორივე სამსახურის სპეციალური ტექნიკა.
 
სწავლების დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობა რამდენიმე კერაზე ხანძრის ქრობა, ხოლო ეროვნული გვარდიის ფუნქცია ხანძრის შესაკავებლად სპეციალური ზოლის გაჭრა, საევაკუაციო ღონისძიებები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და სხვა დამხმარე ღონისძიებების ჩატარება იყო. ხანძრის ქრობის სამუშაოების მონიტორინგი სპეციალური საველე შტაბიდან ხორციელდებოდა.
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების მიერ, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მოხდება ეროვნული გვარდიის თანამშრომელთა და რეზერვისტთა მომზადება, რათა საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს საგანგებო სიტუაციების დროს ერთობლივი ძალების მობილიზება.
 
სწავლება ორ უწყებას შორის ხელმოწერილი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული მემორანდუმი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კუთხით ერთობლივ ღონისძიებებს გულისხმობს, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით არის გათვალიწინებული.
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ეროვნულ გვარდიას შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა მომავალშიც იგეგმება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული რ.შ. წყლის დაბინძურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ბრალდებულის სახით ბოლნისში დააკავეს.

წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს.

 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1984 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს.
 
დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ჩ.-მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. იგი 1976 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა. ბრალდებული ნ. ა.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა.
 
ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზეა, და კვლავ ე.წ. პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით სრულად არის კრიმინალიზებული სქესობრივი ტრეფიკინგი და შრომითი ტრეფიკინგი, რომელთა ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია ადეკვატური მკაცრი სასჯელი. ანგარიშში წარმოდგენილია გამოძიებული საქმეების, სისხლისსამართლებრივი დევნის, განაჩენების სტატისტიკური მონაცემები.

ანგარიშში პოზიტიურადაა აღნიშნული, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს რამდენიმე სპეციალიზებული ანტი-ტრეფიკინგული დანაყოფი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში მოქმედი ექვსი მობილური დანაყოფი. ასევე, ხაზგასმულია აჭარის რეგიონში სპეციალისტთა ჯგუფის „TASK FORCE” ფუნქციონირება სპეციალიზებული გამომძიებლებისა და პროკურორების მონაწილეობით. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მობილური ჯგუფები და სპეციალისტთა ჯგუფი პროაქტიულად ახდენენ ტრეფიკინგის საქმეების გამოძიებას და სხვადასხვა მაღალი რისკის მქონე დაწესებულებების ინსპექტირებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიციის ყველა კურსანტს აქვს გავლილი ტრეფიკინგის საკითხებზე საბაზისო ტრენინგები, ხოლო გამომძიებლები, მესაზღვრეები, პროკურორები, შრომითი ინსპექტორები და მოსამართლეები კი რეგულარულად გადიან ტრეფიკინგის საკითხებზე ტრენინგებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ანგარიშში პოზიტიურადაა აღნიშნული ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნის შესახებ ესპანეთთან გაფორმებული შეთანხმება და ქართული წარმომავლობის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით პოლიციის ორი ოფიცრის საფრანგეთში ექვსთვიანი ვადით მივლენა.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახდენს ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ანგარიშში, ასევე ნათქვამია, რომ ტრეფიკინგის სავარაუდო ნიშნების დადგენის მიზნით მობილურმა ჯგუფებმა და სპეციალიზებულმა ჯგუფმა განახორციელეს დაუცველ სექტორებში მომუშავე პირთა გადამოწმება. ამავე მიზნით, ხდება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში დეპორტირებული პირების გადამოწმება საერთაშორისო აეროპორტებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.

სახელმწიფოს მხრიდან ჩატარებული პრევენციული ღონისძიებებიც შეფასებულია პოზიტიურად, მათ შორის, ხაზგასმულია შინაგან საქმეთა სამინისტროში ცხელი ხაზის არსებობა, სადაც შესაძლებელია ტრეფიკინგთან დაკავშირებით ზარების განხორციელება.

ტრეფიკინგის ტენდენციად კვლავ ნარჩუნდება შუა აზიის ქვეყნებიდან ქალთა ყალბი დაპირებებით ჩამოყვანა და შემდგომ მათი სექსუალური ექსპლუატაცია საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს გავლით, მეზობელ ქვეყნებში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან იმ ქვეყნებში, სადაც ისინი შრომითი მიგრაციით მიემგზავრებიან.

ტრადიციულად, ანგარიშს თან ახლავს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის და მსხვერპლთა დაცვის გაუმჯობესების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 1967 წელს დაბადებული გ.ა. წალკაში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს.