აბასთუმანში პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები გაიხსნა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა ბედოიძემ და მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან გიორგი ბუხრაშვილთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან - თემურ მღებრიშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაბა აბასთუმანში პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები დაათვალიერეს და თანამშრომლებს თანამედროვე სტანდარტების შენობებში საქმიანობის გაგრძელება მიულოცეს.
აბასთუმანში პოლიციის შენობა ამ დრომდე, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში, ხოლო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძველ შენობაში იყო განთავსებული.
პოლიციის განყოფილებაში დასაქმებული სამართალდამცველები ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანს, 12 სოფელსა და 4000 მდე მოქალაქეს მოემსახურებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსართულიანი შენობა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს, რომელიც გათვლილია 35-40 თანამშრომელზე, სადაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.
ახლად აშენებული თანამედროვე სტანდარტების შენობები უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი. პოლიციის შენობაში განთავსებულია ნივთმტკიცებების, საიარაღო და ამოცნობის ოთახები.
ახალ შენობებში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო.
შენობები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.
პოლიციას ჰყავს ელექტრომობილები და შენობებიც აღიჭურვა. ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებაა, რომლის ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, ბოლო წლებში, პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არაერთი ახალი შენობა გაიხსნა.