სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის ,,ზღვის მცველი“ წინა მოსამზადებელ სწავლებებში მიიღო მონაწილეობა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 12 მოსამსახურისგან შემდგარმა კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ხანიაში, ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის ,,ზღვის მცველი“ წინა მოსამზადებელ სწავლებებში მიიღო მონაწილეობა.
სწავლება ნატო-ს საზღვაო აკრძალვითი ოპერაციების სასწავლო ცენტრში ჩატარდა და მოიცავდა ისეთ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, როგორებიც არის: საზღვაო აკრძალვების დაგეგმვა, კონტეინერების შემოწმება, იარაღის გამოყენება, საზღვაო აკრძალვით ოპერაციაში ეჭვმიტანილი გემის ეკიპაჟის შემოწმება/კონტროლი, სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება, ოთახების ტაქტიკური წმენდა და საზღვაო აკრძალვების ოპერაციებში საბრძოლო მედიკოსის მხარდაჭერა.
აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავდა სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის ნატო-ს შენაერთებთან ურთიერთავსებადობის ამაღლებას და სანაპირო დაცვის მოსამსახურეების პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა/განვითარებას.