შსს-ს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ცნობიერების ამაღლების მიზნით, შსს-ს დანაყოფებმა „ექსპო ჯორჯიაში“ ინფორმაციული და გასართობი აქტივობები გამართეს. ადგილზე მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სიმულაციურ და შემეცნებით თამაშებში, გაცნობოდნენ დანაყოფების საქმიანობასა და სპეციალურ აღჭურვილობებს.
 
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებიდან წარმოდგენილი იყო - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და სსიპ მომსახურების სააგენტო.