მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მიზონის“ ყველაზე პოპულარული, ლოკოკინის ხაზი PSP-ში

ფარმაცევტული კომპანია პსპ, საკუთარ მომხმარებლებს მორიგ სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან, მსოფლიოში პოპულარულ, სამხრეთ კორეულ კოსმეტიკას აქვე, საქართველოში, PSP-ს  სააფთიაქო ქსელში შეიძენთ. ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი  PSP, ამჯერადაც ნოვატორ კომპანიად გვევლინება და საკუთარ მომხმარებლებს სამხრეთ კორეული ბრენდის - „მიზონის“ ყველაზე პოპულარულ, ლოკოკინის ხაზის კოსმეტიკურ საშუალებებს სთავაზობს. 

 

„მიზონს“ სამხრეთ კორეული კომპანია NABION აწარმოებს, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად, ის კვლევითი ცენტრი იყო, რომელიც ETUDE HOUSE, INNISFREE და სხვა ბრენდებისთვის პროდუქციას აწარმოებდა. მოგვიანებით, NABION-მა თავად დაიწყო საკუთარი ბრენდის - „მიზონის“ წარმოება. 2012 წელს, NABION კორპორაცია COSON CO-ს ჯგუფის წევრი გახდა. კომპანიას მიღებული აქვს სამხრეთ კორეის მთავრობის სპეციალური პრიზი სამეცნიერო მიღწევებისთვის. მისი ცენტრალური ოფისი სეულში მდებარეობს, ხელმძღვანელი კი ბიოქიმიკოსი და ბიზნესმენი, ლი დონგ გუნიაა. 

„მიზონის“ ბრენდ-მენეჯერმა, ანი ჟღენტმა „ჰოთ ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ესაა ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული, მაღალხარისხიანი კოსმეტიკა. კომპანიამ პოპულარობა ხარისხის კონტროლისა და ხელმისაწვდომი ფასების ხარჯზე მოიპოვა: 

„ბრენდის წარმოებისას, მკაცრად კონტროლდება ნედლეული, რომელზეც კოსმეტიკური პროდუქტები მზადდება. ყველა მათგანს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი GAP სტანდარტის მიხედვით. „მიზონის“ ასორტიმენტი მუდმივად განახლებადია და განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. სამხრეთ კორეის გარდა, ეს კომპანია იაპონიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთშიც ფლობს სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიებს. „მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია. იგი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და კანის ტიპისთვის. ყველაზე პოპულარული კი „მიზონის“ ლოკოკინის ხაზია, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული. ლოკოკინის მუცინი კანს ტონუსს მატებს და აახალგაზრდავებს, გარდა ამისა, ანიჭებს ჯანმრთელ, ნათელ ფერს  და ნაოჭების წარმოქმნასაც აფერხებს“. 

ანი ჟღენტმა „ჰოთ ნიუსს“ აუხსნა, რომ ჯადოსნური ექსტრაქტის მისაღებად, „მიზონი“ სპეციალურ, „ჰელიქსის“ ჯიშის ლოკოკინას იყენებს, რადგან მხოლოდ ამ ლოკოკინის ექსტრაქტი უზრუნველყოფს კანის უჯრედების რეგენერაციისა და გაახალგაზრდავების პროცესს. მისი თქმით, მუცინის შემადგენლობაში შედის მიკრო და მაკრო ელემენტები, რომლებიც ცილების დაშლას აფერხებს, რის შედეგადაც დაბერების პროცესი ნელდება. კანის გაახალგაზრდავებას კი მუცინის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი იწვევს. 

სამხრეთ კორეული კოსმეტიკა დღითიდღე პოპულარული ხდება მსოფლიოში. მის წარმოებას მაღალი ტექნოლოგიები და უახლესი სამეცნიერო მიღწევები განაპირობებს. როგორც აღვნიშნეთ, PSP-ს ფარმაცევტულ ქსელში „მიზონის“ კოსმეტიკურ საშუალებების სრული სპექტრია წარმოდგენილი: 

SNAIL REPAIR LINE - ესაა სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინის მუცინის შემცველობით, რაც აღადგენს, ამკვრივებს და აუმჯობესებს კანის ფერს. მრავალფუნქციური და ძლიერმოქმედი ლოკოკინის სერია ნებისმიერი ტიპის კანის განახლებისთვისაა განკუთვნილი. ამ სერიაში შედის სახის კრემი (დღისა და ღამის), ამპულა-შრატი, სახის ტონერი, თვალის კრემი, BB კრემი (ტონალური), სახის დასაბანი საშუალება, ღამის კრემ-ნიღაბი ნაოჭების საწინააღმდეგოდ და სხვა. 

WATER VOLUME EX LINE - სახის ინტენსიური, დამატენიანებელი საშუალებები რეკომენდებულია ყველა ტიპის გაუწყლოებული კანისთვის. უნიკალური ტექნოლოგია HydraToxTM უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას მთელი დღის მანძილზე. აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, მატებს მას ელასტიურობასა და ტონუსს. იცავს კანს გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. ამ სერიაში წარმოდგენილია ესენცია და სახის კრემი.

COLLAGEN POWER LIFTING LINE – ესაა სახის მოვლის საშუალებები კოლაგენის შემცველობით, რაც აჩქარებს საკუთრივ კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნის პროცესს. მატებს კანს ტონუსს და ახალგაზრდულ იერს. კრემი შეიცავს ზღვის კოლაგენის 90%-ს, რომელიც ლიფტინგის საუკეთესო ეფექტით გამოირჩევა. კოლაგენის სახის მოვლის საშუალებები კვებავს და ატენიანებს კანს. ამ სერიაში შედის სახის ტონერი, თვალის კრემი, სახის კრემი - ღრმა კვება და ინტენსიური კვება. 

ACENCE-ACNE CLINIC - სახის მოვლის საშუალებები ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ესაა აკნეს სამკურნალო ეფექტური და არაკომედოგენური საშუალება. ამ სერიაში შედის დასაბანი ქაფი, აკნეს სამკურნალო ფხვნილი და პლასტირები.  

ORIGINAL SKIN ENERGY - ესაა შრატის კოლექცია, რომელიც მატებს კანს ენერგიასა და ახალგაზრდულ იერს. მაღალკონცენტრირებული შრატის საშუალებით, თქვენ თავლსაჩინო ეფექტს მიიღებთ. ის სწრაფად შეიწოვება კანში, აქვს საუკეთესო შემადგენლობა და გასაოცარი შედეგი. ამ სერიაში წარმოდგენილია შრატი კანის ელასტიურობისთვის, დამატენიანებელი და შრატი - სახის კანის რეგენერაციისთვის.

სამხრეთ კორეული ბრენდი „მიზონი“ ნაჭრის ნიღბების სერიითაც გამოირჩევა, რაც ასევე პოპულარულია, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც კანი ინტენსიურ დატენიანებას მოითხოვს. PSP-ს აფთიაქების თქვენ ნახავთ ნაჭრის ნიღბებს სხვადასხვა ექსტრაქტით, მათ შორის, მწვანე ჩაის, ბამბუკის, ალოეს, კიტრის, ზეთისხილის, ჰიალურონის მჟავის, ვარდის, როიალ ჟელეს, ლოკოკინის, აზიური ბალახის, ბროწეულის, ACEROLA - ბარბადოსის ალუბლის, მარწყვისა და სხვადასხვა ვიტამინებით. 

მაია მიშელაძე