ვახტანგ გომელაურმა 2017 წელს, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის - ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან - გრიგოლ ლილუაშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 5 წლის წინ კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის - ივანე გოლაშვილის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით, მის საფლავზე მივიდა.
ვახტანგ გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის - გოლაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო, მის ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი - ივანე გოლაშვილი დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.