შს სამინისტროში შშმ პირებისთვის საპოლიციო სერვისების მიწოდების შესახებ UNDP-ის და ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - "შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრის და მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერა გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდების მიმართულებით" - შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ალექსანდრე დარახველიძემ პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობები, გამოვლენილი გამოწვევები და მიღწეული პროგრესი შეაჯამა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა და ბენეფიციარებს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ - ანნა ჩერნიშოვამ. მოწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელმა - ელენ ვიხმანმა და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორმა - გიორგი გაბრიელაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა შესრულებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შემაჯამებელი ვიდეორგოლის ჩვენება.

პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის - „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში (PAR), ფაზა 2“ - ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით.

პროექტის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება, ადამიანზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ეფექტური და ინკლუზიური მიწოდების გზით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობას წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.