შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული რ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რ.კ.-მ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ მ. მ.-ს და მის ძმას - 1996 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ა.მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.პოლიციამ რ. კ. მომხდარიდან მალევე დააკავა.გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
სამეგრელოს პოლიციამ ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი