შსს-ს თანამშრომლებმა ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვეს

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის ლეიტენანტმა შალვა ბებიაშვილმა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა ილია ქოჩიაშვილმა უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ძალისმიერი სამჭიდში, ოქროს მედლები მოიპოვეს.
შალვა ბებიაშვილმა 127 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში - 200კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში - 270 კგ დაძლია.
ილია ქოჩიაშვილი კი 125 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ასევე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აბსოლუტურ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მასში 12 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულ ქართველ სპორტსმენებს აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დახვდნენ.
შალვა ბებიაშვილი და ილია ქოჩიაშვილი საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები არიან.