ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი წარადგინა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საბჭოს აპარატის თანამშრომლებს აპარატის ახალი უფროსი, ლევან ღირსიაშვილი წარუდგინა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საბჭოს აპარატის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენები და არსებული ვითარება მიმოიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

ლევან ღირსიაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით დაინიშნა.

ლევან ღირსიაშვილი 2022 წლის აგვისტოდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო. 2019 - 2022 წლებში იგი იკავებდა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2018 წლიდან 2019 წლამდე ლევან ღირსიაშვილი იყო გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, ხოლო 2015 - 2017 წლებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე.