მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა - გელა კვაშილავამ ტელეკომპანია "პირველის" მიერ მის შესახებ გავრცელებული ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა.
დღეს, 13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში, გელა კვაშილავას მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაიკითხნენ, რომლებმაც დაადასტურეს 2021 წლის 20 იანვარს გელა კვაშილავას ყოფნა კონკრეტულ ადგილსა და დროს.
გელა კვაშილავას წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს არამარტო იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, არამედ ისიც დასტურდება, რომ ტელეკომპანია „პირველმა“ იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო არასწორი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში.
მიმდინარე წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია "პირველმა" სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განუმარტა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა.