შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ალი ქაან ორბაი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა -ვახტანგ გაბრიჭიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოვლენილი მრჩევლები - ნეჩმეთინ აქჩა და ნეჯმი ინჯე.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვედრაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდა აკადემიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმების შესახებ. სტუმრებისთვის ასევე მოეწყო ტური, რომლის ფარგლებში ელჩმა აკადემიის ინფრასტრუქტურა მოინახულა, კერძოდ: საგამოცდო ცენტრი, სიმულაციური სწავლების სივრცე, იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი, სასროლეთი, ტირი და სპორტული დარბაზი.
შეხვედრის დასასრულს ვახტანგ გაბრიჭიძემ ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი