მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ- გიორგი ბაგრატიონმა დაცული სტრატეგიული ობიექტები მოინახულა და რეგიონებში სამუშაო შეხვედრები გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა. გიორგი ბაგრატიონმა რეგიონალური სამმართველოების ხელმძღვანელებთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა. სამუშაო თათბირების შემდეგ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფოთის პორტი, ბათუმის ბულვარი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი და რეგიონში არსებული დაცვის პოლიციის მიერ დაცული სხვა სტრატეგიული ობიექტები მოინახულა.