შსს-ს თანამშრომლებმა ძიუდოში ვეტერანთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატში პირველობა მოიპოვეს

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებმა ძიუდოს აკადემიაში ძიუდოში ვეტერანთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და შესაბამის წონით კატეგორიებში პირველობა მოიპოვეს.
ტურნირზე ზურაბ დოღანაძემ, ბეჟან ჩიხელიძემ, იოსებ მარგველაშვილმა, დიმიტრი მულაძემ, რამაზ ჩოჩიშვილმა და ბუხუტი ნიკურაძემ შესაბამის წონით კატეგორიებში მეტოქეები დაამარცხეს და პირველი ადგილი მოიპოვეს. ხოლო ამავე შეჯიბრში დევი გობეჯიშვილი და ჯამბულ მჭედლიშვილი მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ.
გამარჯვებულები, ასევე, ევროპისა და მსოფლიო ტურნირების არაერთგზის პრიზიორები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მსგავს ტურნირებში აქტიურად მონაწილეობენ.