განხორციელდა როგორც სტრუქტურული, ასევე, ინფრასტრუქტურული მნიშვნელოვანი რეფორმები საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით, რომელთა შედეგადაც საკმაოდ ძლიერი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მივიღეთ, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე.

დღეს ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებას სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული ხედვები წარუდგინა.

„2012 წლიდან 2020 წლამდე მნიშვნელოვნად განახლდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; თანამედროვე სტანდარტების სახანძრო-სამაშველო ობიექტები აშენდა 12 ქალაქში; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საწყლო-საზღვაო დანაყოფს დაემატა სხვადასხვა მოდიფიკაციის მცურავი საშუალებები;

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა „ივეკო მაგირუსის“ 30 სპეცმანქანით, რომლებიც მორგებულია საქართველოს გზების შესაბამის პირობებს. მომდევნო წლებში, ქვეყნის მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების სრულყოფის მიზნით გაფართოვდება ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი. შემუშავდება რისკის მართვისა და საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმები; გაგრძელდება ინტერაქციული რუკის სრულყოფა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება სახანძრო/სამაშველო ჯგუფების გადაადგილების ონლაინ ხედვა და მათი სტატუსების მონიტორინგი. ინციდენტამდე მისასვლელი ოპტიმალური გზებისა და გზის დატვირთულობის განსაზღვრა;

2030 წლამდე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაემატება როგორც საავტომობილო, ასევე, სხვა სახის სამაშველო ტექნიკა, მათ შორის: 400-ზე მეტი სხვადასხვა სპეციფიკის სახანძრო ავტომანქანა, 40-ზე მეტი კატერი, ორი სახანძრო გემი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს, 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამინისტროს განვითარების 10-წლიან გეგმას წარადგენს.
 
მისამართი: გულუას ქუჩა N10 - სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე დაესწრო.
 
მინისტრმა დანაყოფების ხელმძღვანელებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა უწყებაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები, ასევე, მითითებები მისცა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა რუმინეთის ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან, რომელიც საქართველოში 2021 წლის მარტიდან მოღვაწეობს.
 
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში საზღვაო უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის განვითარების მიმართულებით რუმინული მხარის წვლილს.
 
ვახტანგ გომელაურმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი - 1991 წელს დაბადებული გ. გ. და 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ და გ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ცხრა აპრილის“ ბაღში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორს ჟურნალისტური საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
 
5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი, კერძოდ:
 
• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 27 პირი;
• ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ვ.ზ., 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ი.ბ., 2001 წელს დაბადებული ე. ი. და 2000 წელს დაბადებული ნ. ნ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ვ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას, 5 ლიტრზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს.

რაც შეეხება 1995 წელს დაბადებულ ი.ბ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი დაკავშირებული იყო სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“ არსებულ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფთან და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას და ლოკაციებზე განთავებას ახდენდა.

პოლიციამ ი.ბ. თბილისში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 4 ცალი პლასტმასის ბოთლი, რომლებშიც მოთავსებული იყო 5 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

2001 წელს დაბადებული ე.ი. და 2000 წელს დაბადებული ნ.ნ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ნარკოდანაშაულისთვის დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ე.ი.-ს და ნ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს. ბრალდებულების სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას კი ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმი“ და ,,ჰეროინის“ შემცველი 1 კილო და 600 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება.

პოლიციამ სულ ნივთმტიცებად ამოიღო: 5 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება და 10 ლიტრი და 896 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ო.მ. ხულიგნობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ნაცნობს - 2005 წელს დაბადებულ ა.ა.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ამავე ტერიტორიაზე მყოფ ა.ა.-ს დედას -1969 წელს დაბადებულ ს.კ.-საც დაუპირისპირდა. მომხდარი დაპირისპირებისას ბრალდებულმა ს.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ხელის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულ ქალს სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა გაეწია, რის შემდეგაც იგი კლინიკიდან გაეწერა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1991 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისში, ორგანიზაცია “სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია "ტვ პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
 
 
5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 29 პირი, კერძოდ:
 
 
•ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 25 პირი;
 
• ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
 
• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
 
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალს, პოლკოვნიკ არმან მარალჩიანს უმასპინძლა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, ასევე, სომხეთის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი არმენ მკრტჩიანი ესწრებოდნენ.

ვიზიტის მიზანია საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.

შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული დ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
 
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი - 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ., ამავე ობიექტის ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
 განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.