შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 479 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მზის ენერგიის ელექტროსადგური გაიხსნა
ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის სქესობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასთან დაკავშირებით ტრენერთა ტრენინგი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის სქესობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასთან დაკავშირებით ტრენერთა ტრენინგი დაიწყო.
სწავლების გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე - ვაჰაგ მურადიანი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის პროგრამის ხელმძღვანელი - ირინა ჯაფარიძე დაესწრნენ.
სასწავლო პროგრამის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ცოდნის გაღრმავება და მათთვის ტრენერისთვის საჭირო უნარების გამომუშავება, რათა შემდგომში სქესობრივ დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად მოხდეს გამომძიებელთა გადამზადება. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია 240-მდე გამომძიებლის გადამზადება, რომლებიც სქესობრივი დანაშაულების გამოძიებას შესაბამისი სტანდარტების დაცვით განახორციელებენ.
ტრენინგის მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სექსუალური ძალადობის დანაშაულები გენდერულ ჭრილში, სტამბოლის კონვენციისა და სხვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სექსუალური ძალადობის შესახებ მითებისა და სტერეოტიპების ამოცნობა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა, მსხვერპლზე ორიენტირებული და კონტექსტზე დაფუძნებული გამოძიების წარმართვა. სწავლების მონაწილეები ასევე გაეცნობიან სქესობრივ დანაშაულებზე კასკადური ტრენინგების ჩატარების მეთოდოლოგიას.
ტრენინგი ეფუძნება სექსუალური ძალადობის გამოძიების, დევნისა და სასამართლო განხილვის შესახებ სახელმძღვანელოს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და ორგანიზაცია "Equality Now"-ის მხარდაჭერით შემუშავდა.
სწავლება ევროპის საბჭოს პროექტის - “ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში”, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის - „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვს“ (UNJP) და ორგანიზაცია "Equality Now"-ის ხელშეწყობით ტარდება.
აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლებლობების ხელშეწყობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, მსხვერპლთა დაცვას, მოძალადეთა დასჯას და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას.
შსს-ს მომსახურების სააგენტომ პრაქტიკული საგამოცდო პროცესისთვის მოტოპარკი განაახლა
პოლიციამ ქუთაისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილი ექს-პრემიერის გიორგი გახარიას შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ არ გამიკეთებია არცერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო და ხელისუფლება სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგა, არ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, რათა ვინმესთვის ჩემი პოლიტიკური ინტერესის შესახებ სპეკულირების საბაბიც კი არ მიმეცა.
პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით.
გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს.
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა - იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი.
2 – თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია.
ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას.
3- მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება.
ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა.
ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა," - ნათქვამია განცხადებაში
შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 356 ფაქტი გამოავლინა
„უკვე გამოკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი“- შსს ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს აღნიშნული პანსიონატის თემით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას, რომელიც შესაძლოა ფლობდეს გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების სწრაფად და ობიექტურად წარმართვას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნინოწმინდაში მდებარე ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პერიოდულად აცნობებს საზოგადოებას.