ვახტანგ გომელაურმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე დაესწრო.
ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა დანაშაულთან ბრძოლის შედეგების მთავარ ინდიკატორებსა და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ, 2021 წელს დანაშაულის რაოდენობის კლება გაგრძელდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მნიშვნელოვნად მოიმატა - 35,5%-დან 49,8%-მდე გაიზარდა.
ვახტანგ გომელაურმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან ასევე ისაუბრა არსებული გამოწვევების, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებისა და რეგიონებში პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთობლივი ეფექტიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 6 პირი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 8 პირი
ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
შსს-ს თანამშრომლებმა, საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით, ყალბი დოკუმენტების აღმოჩენის და შემოწმების შესახებ ტრენინგი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფინანსური დანაშაულების გამოძების საკითხებზე ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს
პოლიციამ ქუთაისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გივი თუმანიშვილი წარუდგინა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საბჭოს აპარატის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გივი თუმანიშვილი წარუდგინა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის უფროსი იყო, ხოლო მანამდე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი 11 თებერვალს დანიშნა.