შს მინისტრის მოადგილე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ახლად დანიშნულ ოფიცერთან -დევიდ ჰიდლსტონთან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დევიდ ჰიდლსტონს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მზადაა თანამშრომლობის გაფართოებაზე, უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.