პროკურატურამ სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი არა ზოჰრაბიანი ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, კათოლიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება და, შესაბამისად, ის ავსტრიაში დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებას ვერ დაესწრება.
ზოჰრაბიანი განმარტავს, რომ საქმე აღიძრა მასიატსოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, არმან საროიანის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, რომელიც განკვეთილი იყო. 10 იანვარს კათოლიკოსმა საროიანი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მასიატსოტნის ეპარქიის წინამძღვრის თანამდებობიდან გადააყენა, შემდეგ კი ეპისკოპოსი განკვეთა.
15 იანვარს საროიანმა სარჩელი შეიტანა მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გამოძიების ფარგლებში მოგზაურობა აუკრძალეს ექვს ეპისკოპოსს, სასულიერო საბჭოს წევრებს, რომლებსაც ავსტრიაში 16-19 თებერვალს დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
13 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კრების სომხეთის ფარგლებს გარეთ ჩატარების გადაწყვეტილება კათოლიკოსატის სომხეთიდან „გამოდევნას“ ისახავდა მიზნად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ინფორმაცია. აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.
მისი თქმით, მუშაობა ცალკეულ ჯგუფებში გაგრძელდება კონკრეტულ სფეროებზე ფოკუსირებით, რის შემდეგაც იგეგმება პოზიციების ერთობლივი სინქრონიზაცია.
„ჩვენ ვმუშაობთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო დირექტივების ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ღირსეულ და ხანგრძლივ მშვიდობას. ჩვენ ვაცნობებთ სახელმწიფოს მეთაურს მოლაპარაკებების თითოეული ეტაპის პროგრესის შესახებ“, – წერს უმეროვი.
ცნობისთვის, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამმხრივი შეხვედრები 4-5 თებერვალს გაგრძელდებოდა.
მოლაპარაკების პირველ რაუნდზე აშშ-ის დელეგაციას წარმოადგენდა სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი; უკრაინული დელეგაციის წევრები იყვნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და მისი მოადგილე სერგეი კისლიცა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელი ანდრეი გნატოვი. რაც შეეხება რუსულ მხარეს, დელეგაციას მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი ხელმძღვანელობდნენ.
ნატო-ს გენერალური მდივან მარკ რუტეუკრაინაში იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში ეროვნული ხსოვნის სახალხო მემორიალს ეწვია.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მათ პატივი მიაგეს იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.
„დამოუკიდებლობის მოედანი. ეროვნული ხსოვნის სახალხო მემორიალი. მემორიალი, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს გმირებს, მეომრებს, ჩვენს ხალხს, რომლებმაც დაიცვეს უკრაინა მტრისგან, იბრძოდნენ და უდიდესი მსხვერპლი გაიღეს ამ ომში. ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად დღეს პატივი მივაგე დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას. მარადიული პატივი ჩვენს მეომრებს. მარადიული მადლიერება მათი თავგანწირვისა და ქვეყნის დაცვისთვის. ჩვენი მოვალეობაა, შევინარჩუნოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნა“, – წერს ის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით მორიგი სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 4 და 5 თებერვალს არის დაგეგმილი.
„უკრაინა მზად არის საგნობრივი საუბრისთვის და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ შედეგმა ომის რეალურ და ღირსეულ დასასრულს დაგვაახლოოს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში.
რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
მოსალოდნელი იყო, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 1 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართებოდა.
აშშ-ის ფედერალურმა საემიგრაციო ოფიცრებმა მინეაპოლისში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მოკლული 37 წლის ალექს პრეტია.
სახელმწიფო და ფედერალური უწყებები პრეტის სიკვდილამდე განვითარებული მოვლენების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოუმი აცხადებს, რომ აგენტებმა „თავდაცვითი გასროლები“ მას შემდეგ განახორციელეს, რაც პრეტი „აგრესიულად მოიქცა“.
მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი კი ფედერალური ხელისუფლების მიერ მოვლენების აღწერას „აბსურდს“ და „სიცრუეს“ უწოდებს.
შემთხვევის ადგილთან მთელი ღამის განმავლობაში მომიტინგეები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც პრეტის სახელს სკანდირებდნენ.
დაახლოებით 3 კვირის წინ, საემიგრაციო აგენტებმა ამავე ქალაქში რენე გუდი მოკლეს.
გაერთიანებული არაბთა საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დელეგაციების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმატებში მართავენ შეხვედრებს.
უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები აბუ-დაბიში უკვე მეორე დღეა იმართება. პირველი შეხვედრა გუშინ შედგა და გვიან ღამით დასრულდა. მოლაპარაკებებში ჩართულმა მხარეებმა შეხვედრას პროდუქტიული და კონსტრუქციული უწოდეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებებში ყველაზე პრობლემატური ტერიტორიული საკითხია. რუსები ითხოვენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასი მთლიანად დატოვონ. უკრაინელები უარზე არიან.