შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი - 2001 წელს დაბადებული ქ.ა., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1995 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდნენ და
მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს.
კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,პოლიციამ ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 14 წელს მიუღწეველი ორი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ს.ჭ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2015 და 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონებს ერთ-ერთი სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ინტიმური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა.
კომუნიკაციის პერიოდში, ბრალდებულმა გოგონებს ინტიმური ხასიათის ვიდეო გაუგზავნა საკუთარ ფოტოსთან ერთად, ხოლო მათგან პასუხად ანალოგიური ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გადაგზავნა მოითხოვა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ბრალდებულის სახით დააკავეს.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, საიდანაც ის 14 წელს მიუღწეველ გოგონებს სოციალურ ქსელში ეკონტაქტებოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული მოლდოვას მოქალაქე ი.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ დაფასოებული 61 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ხმოვანი პისტოლეტი, 133 ვაზნა, 2 მჭიდი და ფეთქებადი ნივთიერება „ამონალი“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე,ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი, 2010 წელს დაბადებული ლ.ს, 2008 წელს დაბადებული მ.ხ. და 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. დაკავებულთაგან ერთი-ერთი არასრულწლოვანი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და ძარცვისთვის მხილებულია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული სამართალდამცველების მიერ მხილებული იყო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე „ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილი ერთ-ერთი ფილიალიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია, ასევე, თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი თბილისში მდებარე ,,ორი ნაბიჯის“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 800 ლარამდე თანხას. არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ასევე, 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე: 1999 წელს დაბადებული ი.პ. და 1990 წელს დაბადებული მ.რ., ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1983 წელს დაბადებული ბ.დ. ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ" და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.